რაჭის ჰესი და ივანიშვილის "თავხედობა" - ოპოზიცია მოსალოდნელ ეკოლოგიური კატასტროფაზე საუბრობს
პოლიტიკა - 12:32, 11 May, 2020     831
ბიძინა ივანიშვილის მიერ რაჭაში 200 მეგავატიან მეგა ჰესის მენებლობას ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებაბი მოჰყვა.


ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ივანიშვილისთვის პრიორიტეტი ბიზნეს ინტერესებია და არა ის ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც ჰესის აშენების შემთხვევაში რაჭას ემუქრება.

მათი თქმით, რამდენიმე სოფელი წლების შემდეგ შეიძლება გაქრეს.


"რაჭა არის რეგიონი, სადაც თავისუფლად შეიძლება იმუშაოს 10 ათასამდე საოჯახო სასტუმრომ. ეს ყველამ იცის, ივანიშვილის გარდა ან მანაც იცის, მაგრამ მისი აღგზნებული გონება სხვა გეგმებს სახავს. სულ მახსენდება შიზოფრენიით შეპყრობილი ლენინი მდინარეებს რომ უცვლიდა კალაპოტს" - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა.


"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება რაჭასთან დაკავშირებითაც კორონავირუსით გამოწვეული აჟიოტაჟი გამოიყენა.

"ხელისუფლებამ კორონაკრიზისის პერიოდში გაიტანა ეს პროექტი. ჩვენ მივეჩვიეთ იმასაც, რომ მხოლოდ ივანიშვილის ან ხელსიუფლებასთან კავშირში მყოფი პირების ორორქტები კეთდება სწრაფად"- აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.


ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა კი აღნიშნავს, რომ "ივანიშვილი ჩვეულებრივი თავხედია".

"ბიძინა ივანიშვილი იქცევა, როგორც კლასიკური თავხედი. ის არავის და არაფერს ერიდება და ჰგონია, რომ ყველაფერი გაუვა. საქართველოში გადაწყვეტილებები მის გარეშე არ მიიღება და მითუმეტეს ამაში ჩართულია ივანიშვილის პირადი ფონდი. და ჩართულები არიან მისი მეგობრები"- აცხადებს ქარდავა.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე პოლიტიკოსებს პოლიტიკური სპეკულაციებში ადანაშაულებს.

"ამასთან დაკავშირებით, აჯობებს, მოვუსმინოთ ამ დარგის სპეციალისტებს. საბედნიეროდ, ერთერთი სიკეთე, რაც ამ კორონამ მოიტანა, ისაა, რომ საზოგადოება უფრო მეტად უსმენს ექსპერტებს, ვიდრე პოლიტიკანებს"- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 17 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რაჭაში, მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვა გასცა.

ჰესს კომპანია ფერი და ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი აშენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42