დიპლომატები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს მიმართ 2008 წელს და 2014 წელს უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად, რუსეთმა სერიოზული ზიანი მიაყენა ევროპული უსაფრთხოების იდეას.
წერილს ხელს არ აწერს საქართველო. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, ხოლო მმართველ გუნდში ამბობენ, ეს საკითხი მათ არ ეხებათ და არაფერი იცინა.
ოპოზიციის თქმით, ამ წერილზე საქართველოს მხრიდან ხელმოწერის არქონა ნიშნავს, რომ საქართველო აღარ მოიაზრება მოკავშირედ, ან დავით ზალკალიანმა ვერ გაბედა მასზე ხელმოწერა
"ორივე შემთხვევაში ეს აჩვენებს რომ საქართველო სულ უფრო სწრაფად ეხვევა რუსეთის ზეგავლენის ქვეშ " - ამბობს ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი.
"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ეს არის სიგნალი, რომ საქართველო აღარ იღწვის
ცივილიზებულ ერთა ოჯახისკენ."ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ჩვენი მეგობრებისთვის, რომ საქართველო აღარ იღწვის ცივილიზებულ ერთა ოჯახისკენ"- ამბობს გიორგი კანდელაკი.
მასალის გამოყენების პირობები






