ლაშა თორდიას ცემა, "ომეგას" რეკეტი - ოპოზიცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, გადადგომას ითხოვს
პოლიტიკა - 15:20, 10 May, 2020     1513

ოპოზიცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, გადადგომას ითხოვს.

საუბარია ჯონი შურღულაიაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

შურღულაია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კადრია და მისი სახელი ფარცხალაძესთან ერთად, ბოლო დროს​ არაერთ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს. მათ შორისაა, "ომეგა ჯგუფისთვის" ოთხი მილიონი ლარის გამოძალვა და ლაშა თორდიას ცემის საქმე.

ოპოზიციის ინფორმაციით, თანამდებობა შურღულაიამ სწორედ ამ საქმეებში, ფარცხალაძის დავალებების წარმატებით შესრულებისთვის დაიკავა.

ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, რომელიც "ელ ცენტროს" გახმაურებული ინციდენტის შემდეგ საზღვარგარეთ ცხოვრობს, "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ სწორედ შურღულაიას სახელს უკავშირდება მისის საქმის მასალებიდან ვიდეო ჩანაწერების გაქრობა. როგორც თორდია ამბობს, მან ამის შესახებ ინფორმაცია მან გამოძიებასაც მიაწოდა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

"მე არ გამოვრიცხავ რომ ეს ადამიანიც მონაწილეობდა თავდასხმაში. იმიტომ, რომ როგორც თქვენი სიუჟეტიდან გავიგე ის მონაწილეობდა იმ კადრების წაშლაში რომელიც ელ ცენტროში იყო გადაღებული. გამოძიებაში არ არის ასევე ამ ადამიანზე საუბარი - ამბობს თორდია.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ შურღულაიას ხელისუფლება და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი მფარველობს. მათი თქმით, შურღულაიას და ფარცხალაძეს სრული ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ მიღებული.

"ეს არის ივანიშვილისგან მათთვის ბოძებული ძალაუფლება და ჯონი შურღულაია არის ამის კონკრეტული მაგალითი. ფარცხალაძე და შურღულაია ამას როგორც შარაგზის მანდიტები ისე არ ახორციელებენ, ისინი მოქმედებენ, როგორც სრული უფლებამოსილებით აღჭურვილები, რომლებსაც ყველა ექვემდებარება, ემორჩილება. ივანიშვილი ეყრდნობა აი, ასეთ ბანდიტურ დაჯგუფებებს" - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42