ინდოეთში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დროს უამრავი საოცარი შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი მედია ერთ-ერთ მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელმაც მეუღლეს მშობლებთან ერთად იზოლაცია ვერ აპატია და ძველ შეყვარებულზე იქორწინა.
ინციდენტი ქალაქ პალიგანჟშთაში მოხდა. დირაი კუმარის მეუღლე მეზობელ ქალაქში მშობლებს ესტუმრა. მალევე ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა და ქალმა უკან დაბრუნება ვერ შეძლო, რამეთუ ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა.
კუმარი ცოლს ურეკავდა და მკაცრად მოითხოვდა, რომ ქალი სახლში დაბრუნებულიყო. შედეგად წყვილს ურთიერთობა დაეძაბა.
ინდოელი გაცეცხლდა და ცოლზე შურის საძიებლად ძველ შეყვარებულზე იქორწინა. როდესაც მისმა მეუღლემ მეორე ქორწინების შესახებ გაიგო, პოლიციაში წავიდა და ქმარს ღალატისთვის უჩივლა.
კუმარი პოლიციაში დაიბარეს. ორ-ცოლიანობის ფაქტი დადასტურდა და მოღალატე მაშინვე დააპატიმრეს.
მასალის გამოყენების პირობები






