"არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ, ან - არა" - ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვს
პოლიტიკა - 13:01, 10 May, 2020     618

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

იგი აცხადედებს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო მოდელს მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერა ექნება, თუმცა მას არაფერი უთქვამს 8 არტის შეტანხმების მეორე საკითხზე, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება.

ოპოზიციში აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სრულად მოდეს შეთანხმების განხორციელება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები ჩაშლილი იქნება.

"არის ასეთი გამოთქმა, არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ, ან არა ხარ. ასე არ არსებობს შეთანხმების სანახევროდ შესრულება, ხელისუფლება ან ასრულებს შეთანხმებას მთლიანად, ან არ ასრულებს და ის პასუხს აგებს ამისათვის საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ეს არის დანაშაული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იქმნება სერიოზული არასტაბილურობის საფუძველი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები საქართველოს ზურგს აქცევენ" - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სრულიად გაუგებარია, ოპოზიციის რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს თალაკვაძე.

კაპანაძე ამბობს, რომ შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული იქნა ორ რამეზე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და საარჩევნო სისტემაზე. მისივე თქმით, ეს ორი საკითხი არის ერთ პაკეტში და თუ პოლიტპატიმრების ნაწილი შესრულდება, ოპოზიცია მზად არის მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

"თუ ისინი არ გაათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, ისინი ჩააგდებენ ამ შეთანხმებას, ძალიან მარტივია ყველაფერი. მოსახლეობისთვის მეორედ თვალებში ნაცრის შეყრას, სჯობს, რომ აღებული ვალდებულება შეასრულონ", - ამბობს სერგი კაპანაძე.

კაპანაძის თქმითვე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არა ოპოზიციას, არამედ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.

"გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, ამის მერე მოხდება პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ნორმალურ საარჩევნო პერიოდზე გადასვლა", - ამბობს კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42