ემსახურეთ სამშობლოს და არა პიროვნებებს – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ ნინუა თანამშრომლებს დაემშვიდობა
პოლიტიკა - 21:34, 08 May, 2020     1510

„მთავარმა არხმა“ მოიპოვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გამოსამშვიდობებელი შეტყობინება, რომელიც მან თანამშრომლებს, თანამდებობის დატოვების შემდეგ გაუგზავნა.

"ემსახურეთ სამშობლოს და არა პიროვნებებს" - ამ შეტყობინებით დაემშვიდობა თანამდებობიდან მოულოდნელად წასული მიხეილ ნინუა თანამშრომლებს.

ნინუას წასვლას ოპოზიციაში ეხმაურებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება დიპლომატებს ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების ლობირებისთვის იყენებს.

"შესაძლოა, ეს ფრაზა უკავშირდება ზოგადად შექმნილ ვითარებას, როდესაც სახელმწიფოს მიტაცების ფონზე, მათ შორის, დიპლომატიური რესურსი არის ასე ვთქვათ, მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის პირადი დღის წესრიგისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ შესაძლოა იყო აზრთა სხვადასხვაობა ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაზე ქვეყანაში. შესაძლოა მას პროტესტი გაუჩნდა, რადგან ხედავდა, რომ იბლოკებოდა პოლიტიკური მიზეზებით ადამიანების დაბრუნება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საგარეო უწყებაში დაწყებულ საკადრო წმენდას მოახლოებულ არჩევნებსაც უკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ საზღვარგარეთ ელექტორატის მოზიდვას მაქსიმალურად შეეცდება.

"არ გამოვრიცხავ, რომ საკადრო წმენდა განხორციელდეს იმ მიზნით, რომ სრულად გააკონტროლოს ინფრასტრუქტურული რესურსები „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებისთვის, მათ შორის საზღვარგარეთ", - ამბობს სამადაშვილი.

მინისტრის მოადგილის ფრაზა რომ ქვეყანაში შექმნილ რეალობას ასახავს, ამაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგო რატიანი. მისი შეფასებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მიხედვით მართავს ხელისუფლება ქვეყნის კურსს.

"ფრაზა არის სახასიათო, რაზეც საუბრობს როგორც ქართული, ასევე, საერთაშორისო საზოგადოება - ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ემსახურება ერთ ადამიანს და არა ქართველ ხალხს. ის, რომ ამ ხელისუფლებას მართავს ერთი ადამიანი და არ არიან ეს ადამიანები დამოუკიდებელი პოლიტიკოსები. მათი ნებისმიერი ქმედების დროს ამოსავალი არის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება და არა ქართველი ხალხის", - განაცხადა სერგო რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42