ახალი კვლევის მიხედვით, ქალები უკეთესი მძღოლები არიან, ვიდრე კაცები. კვლევა ჟურნალ Injury Prevention-ში გამოგვეყნდა.
გაერთიანებულ სამეფოში მკვლევრებმა გამოიყენეს სამთავრობო მონაცემთა ბაზა 14 425 ავტოსაგზაო შემთხვევის ფატალური შედეგის შესახებ; ინციდენტები 2005-2015 წლებშია მომხდარი და ჩართულია ერთზე მეტი ავტომანქანა.
ავარიებში დამნაშავის გარკვევის გარეშე, მათ დაიანგარიშეს მსუბუქი მანქანების, ფურგონების, სატვირთოების, მოტოციკლებისა და ავტობუსების მძღოლების შეცდომის გამო დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა.
კვლევით დადგინდა, რომ ყოველ გავლილ მილზე, გზებზე სხვათა ჩართულობით, ფატალურ შემთხვევათა უდიდესი წილი მოდიოდა სატვირთოებსა და ავტობუსებზე, მოტოციკლები კი გზებზე სხვებისთვის იმაზე დაახლოებით ორჯერ მეტად სახიფათოა, ვიდრე მსუბუქი მანქანები
აღმოჩნდა, რომ ქალებთან შედარებით, მსუბუქი მანქანებისა და ფურგონების კაც მძღოლებზე ფატალურ ინციდენტთა ორჯერ მაღალი მაჩვენებელი მოდის ყოველ გავლილ მილზე. სატვირთოების კაც მძღოლებში ეს მაჩვენებელი ქალებისაზე ოთხჯერ მაღალია, მოტოციკლების შემთხვევაში კი თითქმის 12-ჯერ. რაც შეეხება ავტობუსისა და ველოსიპედის მძღოლებს, აქ სქესებს შორის განსხვავება მცირე აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






