"ელჩის გამოწვევა გარკვეული პოლიტიკური დემარშია" - საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის დანიშვნით გაღიზიანებულია
პოლიტიკა - 17:35, 08 May, 2020     603

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნამ "ქართული ოცნება" გააღიზიანა.

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ გაურკვეველია ის ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა იმის მიუხედავად გადადგა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილი არარსებულ თანამდებობაზე დანიშნეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინის პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას, თუნდაც ამ არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნამ ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ხინჯი შეიტანა. ელჩიც ჩამოვა. მისი გამოწვევა გარდა იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური დემარშია, ამასთანავე, დეტალური განხილვის საშუალებას იძლევა, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისთვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა. ამასთან, იგი სასამართლოს მიერ კონკრეტულ დანაშაულებებშია ბრალდებული. მოკლედ ბევრი შეუსაბამობაა: პოზიციის არარსებობა, „ნაციონალური მოძრაობის“ ჟივილ-ხივილი ამ გაუგებარი დანიშვნით, მაღალ თანამდებობაზე პოლიტიკური სპექტრის მიერ მკაცრი უარის თქმა - ეს ყველაფერი განაპირობებს იმ აუცილებლობას, რასაც ჰქვია ელჩის საკონსულტაციოდ უკან გამოწვევა.

როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს გარკვეული ვალდებულებები აქვს თავის საერთაშორისო პარტნიორების, ორგანიზაციების და ქვეყნების მიმართ. შავი ზღვის რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა ყალიბდება ამ ჩვენი ორი ქვეყნის მონაწილეობით. ამ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა განპირობებულია გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით. ამ სისტემაში, მით უმეტეს, გაურკვეველია ეს ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა იმის მიუხედავად გადადგა, თუ რა შედეგი დატოვა სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოში: დანაწევრებული საქართველო, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი უამრავი ადამიანი, ქონება, ჯანმრთელობა და ღირსებააყრილი საქართველოს ბევრი მოქალაქე, დესპოტური მმართველობის ერთპიროვნული სისტემა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42