ილია მეორე - ვლოცავ ახალ ხელისუფლებას, ღმერთმა ბევრი სიკეთე გაგაკეთებინოთ
საზოგადოება - 14:11, 08 Nov, 2013     1473

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორემ საგურამოში წმინდა ილია მართლის ღვაწლზე ისაუბრა და საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.

 "დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ წარსულზე, დღევანდელ დღესა და მომავალზე. როცა უჭირდა საქართველოს, როცა დაკარგა პოლიტიკური თავისუფლება, როცა რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, იმ დროს ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს დიდი პიროვნება, წმინდა ილია მართალი, ჭავჭავაძე. შევთხოვ უფალს, მისი ლოცვით გაძლიერდეს საქართველო დღეს, როდესაც არანაკლებ რთული დროა", - ბრძანა უწმინდესმა. მისივე თქმით, "ღმერთმა ინებოს დავინახოთ ნაკლი, თუ ადამიანი ვერ ხედავს თავის ნაკლს, ცოდვას, ის ვერ გამოსწორდება და დარჩება ცოდვილი. წმინდა ილია ჭავჭავაძე ყოველთვის ფიქრობდა სამშობლოს და არა საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის. ხშირად კრიტიკულად უყურებდა ცალკეულ საკითხებს, მაგრამ ეს არ იყო განკითხვა, ეს იყო ტკივილი. წმინდა ილია მართლმა იტვირთა ორი მძიმე ჯვარი, პოლიტიკური და სულიერი და ორივე ღირსეულად მიიტანა ღვთის საკურთხეველთან. ჩვენ იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს", - ბრძანა უწმინდესმა.

 პატრიარქის განმარტებით ცხოვრების კიბეზე ხშირად ზოგიერთი ადამიანი მაღლა ადის, ზოგიერთი კი დაბლა ეშვება.

 "ბევრი ისეთია ადამიანი, რომელიც უფსკურლისკენ მიდის, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ტკივილით, მაგრამ მაინც მიდის მაღლა. ჩვენ უნდა ავიდეთ ამ კიბეზე და გავხდეთ მკვიდრნი სასუფევლისა. ყველაზე იოლი გზა ამისთვის არის მოწყალება, როდესაც ადამიანი ხედავს სხვა ადამიანის გაჭირვებას. ცხოვრებაში ალბათ ბევრჯერ ყოფილა შემთვხვევა, როდესაც შეხვედრიხართ გაჭირვებულ ადამიანს და ამ დროს თქვენს სულიერ სამყაროში იწყება ბრძოლა, დაეხმაროთ მას თუ არა. ალბათ, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც გაგივლიათ, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნებულხართ, რომ დახმარებოდით. ე.ი. კეთილმა აზრმა გაიმარჯვა. ვლოცავ ჩვენს ერს, მხედრობას, ახალ ხელისუფლებას, ღმერთმა ბევრი სიკეთე გაგაკეთებინოთ. ღმერთმა მოგცეთ თქვენ და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა", - ბრძანა უწმინდესმა.

 პარაკლისს საგურამოს ეკლესიაში საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42