"ვისაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. სააკაშვილის საკითხზე. ძალიან მშვიდი, მოზომილი საუბარი გვქონდა. მან თავისი მთავრობის პოზიცია გამაცნო.
ჩვენ ძალიან მარტივი თეზისებიდან გამოვდივართ. პირველია - ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინას შორის, რომელიც განსაკუთრებულია და ამიტომ მას ერთი ადამიანის მძევლად ვერ ვაქცევთ. მეორე - ჩვენ გვესმის საქართველოს შიდაპოლიტიკური კონტექსტი და მასში არ ვერევით, მაგრამ ჩვენთვის ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში ვერ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე.
მიხეილ სააკაშვილი, მთელი თავისი ქარიზმით, არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც ადრეც იკავებდა თანამდებობას. ამიტომ, მე, ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ნამდვილად მეგობრული და სტრატეგიული დარჩეს. თუ ჩვენი ქართველი პარტნიორების მხრიდან მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება, გადავიტანთ, და შემდეგ ვეცდებით, აღვადგინოთ ის, რასაც დაგვარკავთ", - აცხადებს უკრაინელი მაღაჩინოსანი.
მასალის გამოყენების პირობები






