"ტყუილს მმართველი პარტიისთვის უმძიმესი ფასი ექნება... ქართული ოცნების მიმართ საერთაშორისო კრიტიკა კიდევ უფრო მძაფრი იქნება"- დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 15:15, 08 May, 2020     565

„რადგან „ქართული ოცნება“ ატყუებს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ ატყუებს ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს“- ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოწოდებას.

ამ განცხადებით ბაქრაძე საქართველოს ხელისუფლებისადმი 8 მარტის შეთანხმების შესრულების თაობაზეგამოეხმაურა.

„ქართული ოცნება“ მეორედ შედის იგივე მდინარეში და მეორედ იწვევს საერთაშორისო კრიტიკის ტალღას, ოღონდ განსხვავებით პირველი ტალღისგან, რომელიც ყველას გვახსოვს იანვარ-თებერვალში, ამჯერად საერთაშორისო კრიტიკა იქნება კიდევ უფრო მძაფრი, ვინაიდან ამჯერად „ქართული ოცნება“ ატყუებს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ ატყუებს ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს - ამერიკელებს და ევროპელებს, რომლებიც ჩართული იყვნენ 8 მარტის შეთანხმების პროცესში. ამიტომ, ამ ტყუილს ექნება უმძიმესი ფასი „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ ეს ტყუილი დააზიანებს ქვეყანასაც და ქვეყანაში პოლიტიკურ გარემოსაც“,- განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის შესასრულებლად იმოქმედოს.

„ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, სანამ იძულებული იქნება, ისევ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ გადადგას ნაბიჯები. უკვე გამოჩნდა, რომ პანდემია და კორონავირუსი არ იქნება მათთვის მიტევების საფუძველი და კრიტიკა იქნება, ამიტომ, გადადგას ნაბიჯები 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად ორივე ნაწილში, პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და პროპორციების ნაწილშიც, რათა ამ გზით შევინარჩუნოთ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური გარემო და ჩავატაროთ ნორმალური და მშვიდი არჩევნები, რაც განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს იმ სოციალური და პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რომელსაც გარდაუვლად შექმნის კორონავირუსი ქვეყანაში.

ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხისმგებლიანად იმოქმედოს, ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედოს და არა პირადი და პარტიული ინტერესიდან. ჩვენი მხრიდან ვადასტურებ, რომ როგორც კი ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს 8 მარტის შეთანმების ორივე ნაწილის შესასრულებლად, მას ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა ამ პროცესში“,- განაცხადა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42