ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის, 8 მაისის პროგნოზს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს.
იგი საზოგადოებას დღევანდელი დღის საფრთხეების შესახებ აფრთხილებს და რჩევებს აძლევს.
დღევანდელი დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა შემოქმედებითი სამუშაოებისთვის, მგზავრობისთვის, სწავლისა და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. კარგი დღეა ასევე ხელშკრულებების გასაფორმებლად და ანტიკვარიატის შესაძენად. მოერიდეთ მშენებლობას.
ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდულის მიდამო, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, იაგუნდი, ლაზურიტი, სერდოლიკი და ცირკონი, აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძთათვის და ტყუპებისთვის, დაძაბულია ქალწულისა და მორიელისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






