კაშკაშა რეფორმატორის დაბრუნება - მსოფლიო მედია მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე
პოლიტიკა - 22:15, 08 May, 2020     1301

მსოფლიოს მედია ფართოდ ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის ფაქტს და ვრცელ ადგილს უთმობს მას.

BBC მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკრაინის ხელისუფლებაში მეორედ მოსვლას უწოდებს და აღნიშნავს, რომ გამორჩეული ქართველი პილიტიკოსი ქვეყანაში რეფორმების გატარებას გაუძღვება, რაც ასე მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ომისა და კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზულ კრიზისში მყოფ უკრაინის ეკონომიკისათვის.

Financial Times-ი სტატიაში "მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ხელმძღვანელად დაინიშნა" აღნიშნავს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი თავის თავზე დიდ პასუხისმგებლობას და მაღალ მაკოორდინირებელ ფუნქციას იღებს.

"ბატონი სააკაშვილის დაბრუნება უკრაინის პოლიტიკურ ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ მის შთამბეჭდავ კამათს ბატონი ზელენსკის წინამორბედ პეტრო პოროშენკოსთან," - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ ქართველი კიდევ ერთხელ წარსდგა როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი, მას შემდეგ რაც საქართველოში ხელისუფელბაში მისი მოწინააღმდეგენი მოვიდნენ და ის დევნილობაში აღმოჩნდა.

ვრცელ სტატიას უძღვნის მიხეილ სააკაშვილს "ფრანს-პრესი” სათაურით "სააკაშვილი: კაშკაშა რეფორმატორის დაბრუნება უკრაინაში".

"სააკაშვილი, რომელიც გუშინ დაინიშნა უკრაინის რეფორმების ხელმძღვანელად, არის რეფორმატორი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, არაორთოდოქსალური პოლიტიკური კარიერით", - აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორიც სააკაშვილს პოსტსაბჭოთა სივრცეში კორუფციის წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის ხელმძღვანელს უწოდებს.

"ქარიზმატულმა ლიდერი, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო, დასავლეთის ფავორიტი გახდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა, რომელიც ათეული წელიწადი იყო პოლიტიკური არეულობის, სამოქალაქო ომის, ეკონომიკური სიჭარიბისა და ინსტიტუციონალური კორუფციის ნისლით იყო მოსული, დემოკრატიის წარმატების ისტორიაში შეიყვანა", ნათქვამია სტატიაში.

"სააკაშვილის დანიშნვნა ნიშნავს პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ერთერთი ყველაზე ცნობადი ფიგურის მორიგ დაბრუნებას," - წერს The New York Times-ი.

მსოფლიო მედია ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების ხელისუფლება ძალიან გაღიზიანდა სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლით და ელოდება, თუ რა საპასუხო ნაბიჯს გადადაგამს თბილისი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42