"გუშინ უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ იყო რიგითი, კალენდარული დღე. გუშინდელი დღე ძალიან მასშტაბური, ისტორიული მნიშვნელობის დღე იყო თავისი მიღებული გადაწყვეტილებით. დიახ, გუშინ როგორც არასდროს, საფუძველი ჩაეყარა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს 45 მილიონიანი ქვეყნის რეფორმირებას განვითარებისა და წარმატების გზაზე. დასაბამი დაედო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და განმტკიცებას. და ორივე ქვეყანაში ცალკე აღებულ უფრო მეტ პროგრესს. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული რომელიმე ჯგუფის გამარჯვება. გუშინდელი დღე შეიძლება შეფასდეს და დანახულ იქნას მომავლის გადმოსახედიდან და თუკი ამ მოვლენას შევაფასებთ და დავინახავთ, უკვე დღესვე არ გაგვიჭირდება დავრწმუნდეთ ორ რამეში - ამ ისტორიული მოვლენის ჭეშმარიტი ფასი და მეორე - დავრწმუნდეთ და საკუთარ საერთო წარმატებად მივიჩნიოთ"- განაცხადა ნიკა მალიამ.
ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, სააკაშვილის დანიშვნა არ არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” არამედ მთელი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წარმატებაა.
"მართალია, მე ახლა ვსაუბრობ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან, რომელსაც ასიათასობით გულმხურვალე მხარდამჭერი ჰყავს, ეს არ არის ჩვენი, მხოლოდ ენმ-ის წარმატება ეს ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. ეს არის ჩვენი ყველასი, თქვენი წარმატება.
დიახ, მნიშვნელოვანია დღესვე გავაცნობიეროთ მომხდარი და ერთმანეთს სიმართლეში გამოვუტყდეთ და ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმატება ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოში, გზას გაუხსნის საქართველოს გამარჯვებას და წარმატებას.
დიახ, მიხეილ სააკაშვილი არა როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი, სულისჩამდგმელი და საპატიო თავმჯდომარე, არამედ ადამიანია რომელიც წარმოაჩენს, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დღეს უკრაინასა და საქართველოს დიდწილად ერთი საერთო გამოწვევა აქვთ და გამარჯვების გასაღები არის რწმენაში, შრომაში და იმის გააზრებაშია, რომ ისტორია ჩვენ დამარცხებაზე ფიქრსაც გვიკრძალავს. გამარჯვების გარდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სხვა ალტერნატივა არ აქვს და დადგა გამარჯვების დრო უკრაინაში და დადგა გამარჯვების დრო საქართველოში. დადგა დრო, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ბორბალი, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ უკუღმა ტრიალებს წაღმა დავატრიალოთ და შევისისხლხორცოთ იმის რწმენა, რომ ჩვენ შევძლებთ წარმატებული ქვეყანა ვიყოთ, სადაც ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ; სადაც მომღიმარი ბავშვი ცხოვრობს, სადაც ბედნიერი, უზრუნველი ჭარმაგი ადამიანი ცხოვრობს.
გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ გუშინდელი დღე მისალოცი ამბავია ყველასთვის, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა. იმედს ვიტოვებ რომ გავა ათწლეულები და იმ გადმოსახედიდან ბედნიერები ვიქნებით, რომ ნაწილმა საჯაროდ დავაფიქსირეთ ჩვენი კმაყოფილება, რაღაცა ნაწილი გულში გამოთქვამს ამ კმაყოფილებას, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს სიკეთე აისახოს ჩვენს ქვეყანაზე. აისახოს საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე და მის განვითარებაზე"- აცხადებს ნიკა მალია.
მასალის გამოყენების პირობები






