უკრაინის პასუხი "ოცნების" ხელისუფლებას - "უკრაინა ევროპის ორბიტაზე სააკაშვილთან ერთად ბრუნდება"
პოლიტიკა - 11:02, 08 May, 2020     901
უკრაინის პასუხი საქართველოს ხელისუფლებას - ვოლოდიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 45 მილიონიანი ქვეყნის რეფორმების საბჭოს უხელმძღვანელებს.

სააკაშვილის ფაქტორის მნიშნელობასა და უკრაინის მხრიდან ოცნების ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯზე საუბრობს სალომე სამადაშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის დანიშვნით უკრაინამ რამდენიმე მნიშვნალოვანი გზავნილი გააღღერა. ერთ-ერთი კი არის, რომ ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის დახმარბით ევროპულ ორბიტაზე დაბრუნება გადაწყვიტა:

"რამდენიმე სერიოზული განაცხადი გაკეთდა ამ დანიშვნით. პირველ რიგში უკრაინამ განაცხადა, რომ ის აპირებს ევროპულ ორბიტაზე გადასვლას, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა. უკრაინა აპირებს იმ რეფორმების გატარებას რომელიც ამ გზაზე არის მნიშვნელოვანი და სწორედ ამ რეფორმების გატარება დაევალა მიხეილ სააკაშვილს.

რა თქმა უნდა ეს იყო პასუხი ქართული ოცნებისთვის, რომ არავის მსოფლიოში არ სჯერა მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა ეფუძნება რაიმე შესაბამის საფუძველს ყველამ იცის, რომ სააკაშვილი საკუთარი სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური დევნილია. ვფოქრობ, ძალიან უხერხულია ის ვითარება რაც შეიქმნება ორ სახელმწიფოს შორის იმ განცხადებების ფონზე რაც გაკეთდა სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მხრიდან"- აღნიშნა სამადაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს.

"გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს ეროვნული რეფორმების საბჭოს იმპულსი მისცეს და ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განახორციელებაში დაეხმარება",- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის ბრძანებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გუშინ დაინიშნა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42