საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა - დასავლეთი 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ითხოვს
პოლიტიკა - 09:54, 08 May, 2020     1130
დასავლელი პარტნიორების მორიგი კრიტიკული წერილი საქართველოს ხელისუფლებას - ევროპელი მეგობრები "ქართული ოცნებისგან" ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 8 მარტს მიღწეული შეთანხმებისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და მხარს უჭერს საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტის შექმნას.

ევროპელი დეპუტატი თვლის, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის ხელშეკრულებას.

"ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, შესაძლოა, მიჩნეულ იყოს როგორც ნიშანი ნდობის მზარდი ხარვეზისა“- წერს მაღალჩინოსანი.

„თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით 8 მარტს მიღებული ხელშეკრულების განხორციელებას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ იმ საგანგებო გამოწვევების მიუხედავად, რომელიც მიმდინარე პანდემიამ წარმოშვა, შეთანხმების სასწრაფოდ აღსრულება, უმნიშვნელოვანესია. ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი დასტური, რომ პროგრესი განხორციელებულია და უზრუნველყოფილია 2020 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება“,- წერს ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის გამოგზავნი; წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42