„ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტის სასწრაფოდ წარდგენას მოითხოვს.
"ნებისმიერი სიტყვა, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ, ამის უკან რაღაც ღონისძიება დგას - ან ბიუჯეტს აკლდება ფული, თუნდაც საგადასახადო შეღავათის კუთხით, ან ბიუჯეტიდან გაიცემა ფული, თუნდაც სუბსიდირების სახით. ეს ჩვენ არ ვიცით. ვხედავთ, რომ მთავრობაში რაღაცას ყვებიან, ყვებიან, რაღაცას გვპირდებიან და არაფერი კეთდება. მეორე საკითხია, სწორია თუ არა ის რასაც გვთავაზობენ და რასაც ყვებიან, მაგრამ დღემდე, რაც მათ უთქვამთ, არაფერი შესრულებულა"- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოციროძემ.
„ევროპულ საქართველოშის" ლიდერი დავით ბაქრაძე კი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სექტორებად დაყოფა, არასწორია, რადგან კრიზისი მთლიანად ეკონომიკას ურტყამს და მის ყველა სექტორს, ამიტომ მისივე თქმით, უნდა იყოს საერთო ნაბიჯები, რაც კეთდება ყველასთვის და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი დამატებით შეღავათებზე.
"საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება უნდა იყოს საერთო და უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ ტურიზმს, არამედ ყველა ბიზნესს სუბიექტს. ქონების გადასახადის გაუქმება წელს, არის სწორი ნაბიჯი, რასაც ითხოვს და ეთანხმება ევროპული საქართველო, მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს მთლიანად ბიზნესს, მის ყველა სექტორს და არა მხოლოდ ტურისტულ სექტორს.
საშემოსავლო გადასახადის გადავადება წლის ბოლომდე არის სწორი მიმართულებით, მაგრამ სანახევრო და არასაკმარისი ნაბიჯი, ვინაიდან ისე როგორც ქონების გადასახადი, საშემოსავლოც უნდა განულდეს და შემდეგ უნდა შემცირდეს ყველა ბიზნესისთვის.. ხელისუფლება კვლავაც პრინციპულად არ იყენებს იმ ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს, რომელიც არის საპენსიო ფონდის სახით ქვეყანაში", - აცხადებს ბაქრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






