"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ფეისბუქი გადაწყვეტილებას არ იღებს მხოლოდ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
"ფეისბუქი პირველ რიგში გამოძიებას წარმოებს იმ აურაცხელ ოდენობის მონაცემებზე და სხვადასხვა ანგარიშების კავშირებზე დაყრდნობით, რომელიც მას ყველაზე კარგად აქვს", - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
თამარ კინწურაშვილი კი ხელისუფლებას ურჩევს სწორი დაკსვნები გამოიტანოს.
"ქართულმა ოცნებამ უმჯობესია განმოიტანოს სწორი დაკსვნები ამ მოვლენებისგან, მე არ განავიხილავ ყანდიაშვილს განცხალკევებით, რაც არ უნდა გაემოჯნოს", - ამბობს თამარ კინწურაშვილი.
ატლანტიკურ საბჭოში, რომელსაც ფეისბუქის ადმინისტრაცია პირველს აცნობს ამა თუ იმ გვერდის გაქუმების შესახებ ამბობენ, რომ გვერდებისა და პროფილების გაუქმების გადაწყვეტილებებს ფეისბუქის ადმინისტრაცია დიდი დაკვირვების შემდეგ იღებს:
"ეს საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. საქართველოში ტროლების ფაბრიკის უკვე მეორედ გაუქმება, გზავნილია, რომ ფეისბუქი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემს საშუალებას სოციალური ქსელი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს"- აცხადებენ საბჭოში.
კოკა ყანდიაშვილი ამბობს, რომ ფეისბუქმა გვერდები ანგაჟირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების გამო წაუშალა.
მასალის გამოყენების პირობები






