"ივანიშვილი, სანქციებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან იმსახურებს" - განაცხადა თემის შეფასებისას "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს არ აქვს ის იმიჯი, რაც წლების წინ ჰქონდა.
"ქვეყნის, სადაც შესაძლებელია ინვესტორმა გააკეთოს ინვესტიცია, სადაც დემოკრატიული პროცესი კარგად მიდის, სადაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ხელისუფლება არ გამოიყენებს იგივე ინვესტორების წინააღმდეგ. მთელი ეს კონტექსტი ძალიან შემაშფოთებელია და ამის ინდიკატორი არის ის, რომ კიდევ ერთი კონგრესმენი დაემატა ამ მოთხოვნას. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს სანქციებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მხრიდან", - აღნიშნა პარლემნტის წევრმა.
"ნაციონალურ მოძრაობაის" წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის იმიჯს უცხოეთში უკვე აღარაფერი უშველის.
"არავინ დატოვებს უყურადღებოდ საქართველოში დემოკრატიული პროცესების ასე ჩამოშლას, მართლმსაჯულების სისტემის ჩამოშლას და დიდი გულისყურთი დააკვირდებიან წინასაარჩევენო პერიოდს და ასევე იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პანდემიას იყენებს თავის სასარგებლოდ", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების აქტს კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი შეუერთდა.
მასალის გამოყენების პირობები






