"ევროპული საქართველო" ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების შემცირებას ითხოვს
პოლიტიკა - 11:20, 07 May, 2020     758
"ევროპული საქართველო" ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების რაოდენობის შემცირებას ითხოვს:


"როგორც მოგეხსენებათ, 20 მაისს მეთორმეტეკლასელები ამთავრებენ სასწავლო პროცესს, თუმცა კვლავ გაურკვეველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ ეს გაურკვევლობა ხელოვნურად ძაბავს და ართულებს აბიტურიენტების მდგომარეობას.

გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ, მივმართავთ მთავრობას და მოვითხოვთ, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატისა და ვადების შესახებ. აქვე, კიდევ ერთხელ, ვთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს.


ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 10 აპრილს წერილით მივმართეთ მინისტრ ჩხენკელს და შევთავაზეთ ,,ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.


ასევე, წერილით მოვითხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ 2019-2020 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით.


ამ მომენტამდე, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა დრო ამოიწურა, სამინისტროს გადაწყვეტილება ჩვენთვის და სრულიად საქართველოს აბიტურიენტებისათვის კვლავ უცნობია.


მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ივლისში ეპიდემიის გავრცელების შემთხვევები შემცირებული იყოს, მაღალი ალბათობით, ის გამქრალი არ იქნება. ერთიან ეროვნული გამოცდების ჩვეული ფორმით ჩატარებამ - ოთხ გამოცდაზე მისვლამ (ფაქტობრივად მთელი ივლისის განმავლობაში გრძელდება საგამოცდო პროცესი) და საგამოცდო ცენტრებში დიდი რაოდენობით აბიტურიენტის შეკრებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქნას ახალგაზრდებისა და პროცესში ჩართული სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.


ვფიქრობთ, აუცილებელია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნის გამოცდის შემცირება. მიზანშეწონილად მიგვაჩნია განვიხილოთ ერთი სავალდებულო კომბინირებული ტესტით მისაღები გამოცდების ჩატარების ვარიანტი - ერთ სასესიო დროში კომბინირებული პროგრამის შინაარსით ყველა სავალდებულო საგნის გაერთიანება, ვგულისხმობთ მიმართულებების მიხედვით მინიმუმ 3 საგნობრივი ჯგუფის პროგრამის შინაარსის გაერთიანებას, რაც შეეხება, მეოთხე გამოცდას - მოცემულობის მიხედვით, რადგან დარეგისტრირებულთა რაოდენობა არც თუ ისე ბევრია, მათი საგამოცდო სივრცეში განთავსება, უსაფრთხოების კუთხით, მარტივად გადაწყდება.


ასევე, მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს საგამოცდო ცენტრების ჩამოყალიბება სკოლებში - უფრო ზუსტად, სამინისტრომ დაიწყოს ამ ეტაპზე გამოცდის ჩატარების პრინციპის დამუშავება, საგამოცდო ცენტრების აღჭურვა. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოდელი გულისხმობს აბიტურიენტების ინდივიდუალურ განთავსებას საგამოცდო ოთახებში, ხოლო ვიდეოთვალით აღჭურვილი თითოეული სივრცის მონიტორინგს ადგილზე შექმნილი მართვის მონიტორით.


ვფიქრობთ, მთავრობის მხრიდან ასეთი ინერტულობა და ამ მომენტისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დეტალების ბუნდოვანება, ერთი მხრივ, დამატებით სტრესს უჩენს აბიტურიენტებს, მეორე მხრივ კი - ზრდის საგანმანათლებლო სისტემის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებულ რისკებს"- აცხადებს სერგო რატიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42