ვერძი
ყველაზე აქტუალური ამ ეტაპზე თქვენთვის მატერიალური საკითხებია, შესაძლოა გაუქმდეს ან დაირღვეს რაღაც ფინანსური კონტრაქტი, ასევე შესაძლოა სესხებთან და კრედიტებთან დაკავშირებით გარკვეულმა გაუგებრობებმა იჩინოს თავი.
კურო
დღეს მოერიდეთ საყიდლებს, შესაძლოა შენაძენით იმედგაცრუებული დარჩეთ. პარტნიორული საკითხები მეტ ყურადღებას მოითხოვს, როგორც პირად ასევე საქმიან სფეროში.
ტყუპები
არის ალბათობა ქრონიკულმა დაავადებებმა თავი გაგახსენოთ, კარგი იქნება მიხედოთ ჯანმრთელობას, პროფილაქტიკის საკითხებს და მიაკითხოთ გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს.
კირჩხიბი
ყურადღება გაამახვილეთ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, ნუ ენდობით ახალგაცნობილ ადამიანებს, თუნდაც სოციალურ ქსელში.
ლომი
შესაძლოა გარკვეულმა სიტუაციებმა გიბიძგოთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე. მოჭარბებული ენერგია მიმართეთ შემოქმედებითი საქმიანობისკენ, ასევე სახლისა და ოფისის გენერალური გადახალისებისკენ.
ქალწული
შესაძლოა გართულდეს ურთიერთობები ირგვლივმყოფებთან, ასევე მატულობს გაუგებრობების ალბათობა როგორც ოჯახში, ასევე მეზობლებთან და კოლეგებთან.
სასწორი
შესაძლოა ფინანსურ საკითხებში გარკვეულმა პრობლემებმა ან გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა იჩინოს თავი. თუმცა სიტუაცია შეიძლება თქვენს საკეთილდღეოდ მოტრიალდეს და უცბად გადაწყვიტოთ ადრე დაწყებული პრობლემები.
მორიელი
ეს სავსემთვარეობა გაამძაფრებს თქვენში შფოთსა და გაღიზიანებას. გამოიჩინეთ სიფრთხილე, არ გარისკოთ რაც არ უნდა მაცდუნებელი წინადადება მიიღოთ, შესაძლოა ამან სამომავლოდ სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.
მშვილდოსანი
მატულობს მოტყუების ალბათობა, მოერიდეთ ინტრიგებს. შესაძლოა ნათელი მოეფინოს თქვენი არაკეთილმოსურნე ნაცნობ-მეგობრების საიდუმლო და ბნელ მხარეებს.
თხის რქა
არ დაუშვათ განხეთქილებები და ურთიერთობების გამწვავება მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. დღე არ არის სასურველი არანაირი შენაძენისთვის.
მერწყული
პრობლემებია მოსალოდნელი საქმესთან დაკავშირებით, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობისას. სავსემთვარეობის ენერგიები გაამძაფრებს მარტივ გაუგებრობებსაც კი, რამაც სამსახურში სერიოზული ხარვეზები შეიძლება შეგიქმნათ.
თევზები
შესაძლოა თავი იჩინოს დაძაბულობამ, დიდია ასევე გაუგებრობების ალბათობა, ნათესავებთან, მეზობლებთან, განსაკუთრებით მათთან ვისთანაც დისტანციური ურთიერთობა გაკავშირებთ. გამოიჩინეთ წინდახედულობა და მეტი დიპლომატია.
მასალის გამოყენების პირობები






