პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კოკა ყანდიაშვილს ქართულ ოცნებასთან ოფიციალური კავშირის არ აქვს.
იგი ამბობს, რომ ყანდიაშვილი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, თუმცა ქართულ ოცნებას მისთვის დავალება არ მიუცია.
მდინარაძის თქმით, პარტიას ყანდიაშვილთან არაოფიციალური კონტაქტიც კი არ ჰქონია.
ყანდიაშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმაც, რომელმაც დაადასტურა, რომ კოკა ყანდიაშვილი "ქართულიოცნების" გუნდის წევრია.
„რასაკვირველია, ის ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია. არაოფიციალური ურთიერთობა არ გამოიხატება იმაში, რომ კოკას გვერდზე გაწევას ცდილობს ვინმე. ის „ქართული ოცნების" მხარდამჭერია, რესურსიც გააჩნია და თუკი ფეისბუქმა რაიმე გადახრა აღმოაჩინა მის აქტივობაში, შესაბამისი ზომებიც მიიღო და ეგ კიდევ გასაანალიზებელია რეალობაში, რამდენად დაარღვია მან ფეისბუქის რეგულაციები. მთავარი აქ ის არის, რომ კონკრეტული პარტია - „ნაციონალური მოძრაობა" დასახელდა ორგანიზატორად მთელი რიგი დანაშაულებების, რომელიც დაუშვებელია ფეისბუქ სივრცეში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






