ჯიპიაი ჰოლდინგი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსავლის დაზღვევას იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:06, 06 May, 2020     1542

· ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯიპიაიმ აგროდაზღვევის პროგრამით 12 მილიონ ლარამდე ზარალი აანაზღაურა

· ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ჯიპიას 100-ზე მეტი წარმომადგენელი იმუშავებს ;

თბილისი, 7 მაისი: „ჯიპიაი ჰოლდინგმა“, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსავლის დაზღვევა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაიწყო. სადაზღვევო პროგრამით ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, მოსავალი ისეთი გავრცელებული რისკებისაგან დააზღვიონ, როგორიცაა სეტყვა, ქარიშხალი, წყალდიდობა;

პროგრამის ფარგლებში, აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო მოსავალის დაზღვევის ღირებულების 70%-მდე აფინანსებს - ვაზი - 50%, სხვა კულტურები - 70%, დაზღვევის დარჩენილ ღრებულებას კი ფერმერი ფარვას. დაზღვევას ასევე ექვემდებარება ისეთი კულტურები , როგორიცაა ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კენკრა, პარკოსანი და მარცვლეული კულტურები;

აგროდაზღვევის პროგრამის ხელმისაწვდომობისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ჯიპიაის ცხელი ხაზი 0322 505 111, სადაც ფერმერს შესაძლებლობა აქვს, დააფიქსიროს დაზღვევის მოთხოვნნა, რის შემდეგაც უკავშირდება კომპანიის რეგიონული წარმომადგენელი, მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას და დაეხმარება საჭირო პროცედურების გავლაში; აგროდაზღვევის სუბსიდირებით სარგებელობისათვის, საჭიროა, ფერმერმა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის რეგისტრაციის შესახებ და იყოს „ფერმერთა კავშირის“ წევრი (იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი არ არის კავშირის წევრი, ჯიპაის წარმომადგენელი დაეხმარება გაწევრიანებაში)

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: „დღეს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ წარმოებას, სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და ფერმერთა მხარდაჭერას. ახლა არ გვაქვს გარისკვის ფუფუნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ დაზღვევის, როგორც ფინასური გარანტიის მნიშვნელობა და საჭიროება. მოლოდინია, რომ წელს მეტი ფერმერი ჩაერთვება აგროდაზღვევის პროგრამაში, რადგან ახლა, ისე როგორც, არასდროს გვჭირდება ფინასური სტაბილურობა, უსაფრთოებისა და დაცულობის განცდა.“

აგროდაზრვევის სახელმწიფო პროგრამაში ჯიპიაი პირველივე წლიდანაა ჩართული და მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში 5 000-მდე ფერმერს ჯამში 12 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა; გასულ წელს კი კომპანიაში აგროდაზღვევის 800-მდე სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ჯამში 1 300 000 ლარამდე მოცულობის ზარალი ანაზღაურდა. წელსაც აგროდაზღვევის პროგრამისთვის ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ჯიპიას 100-ზე მეტი წარმომადგენელი იმუშავებს;





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42