გაუქმებულია ნოზაძის პირადი გვერდიც. ნოზაძე ამის მიზეზად ათასობით რეპორტს ასახელებს, რომელიც "ოცნების" მხარდამჭერებმა მისი ფეიჯის წინააღმდეგ დააორგანიზეს.
"ქართული ოცნების" ბოტების კლასტერმა, იმის გამო, რომ იცოდა მოჰყვებოდა ამას ხმაური, დააორგანიზა 2000-მდე ადამიანი, ვის ხარჯზეც მოახდინეს რეალური ადამიანების რეპორტი, რომ გაექროთ. შემდეგ სასაუბრო რომ ჰქონოდათ ამათი ექაუნთებიც წაიშალაო. მე პირადად, ვმართავდი "ნუ მომკლავ"- ს ფეიჯს.
ყველაფერს აკეთებენ გია აბაშიძე, კუჭაშვილი და მაგათი კლანი, სქრინებიც გვაქვს, როგორი ბედნიერები არიან, რომ კარგად გამოუვიდათ ეს ყველაფერი. ვერ გაგვაჩერებენ, მოტივაციას გვაძლევენ ამით"- განაცხადა "მთავართან".
ენმ-ს გვერდების გაუქმებას ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციას დეზინფორმაციის გავრცელებით ებრძვის.
"მთელი მსოფლიო დაკავებულია კოვიდ 19 ბრძოლით, "ქართული ოცნება" კი დაკავებულია მორიგი ტროლების ფაბრიკების შექმნით. ვნახეთ, ცოტა ხნის წინ ფეისბუქმა ჩაატარა წმენდა, ახლა მეორე ტალღა წამოვიდა, რადგან, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" კვლავ აპირებს საზოგადოება შეიყვანოს დეზინფორმაციაში. აქ ასევე საუბარია ძალიან დიდ ფულზე, რომელსაც ხარჯავს ქართული ოცნება ამ ტროლ ფაბრიკებში"- განაცხადა უდუმაშვილმა.
"ევროპულ საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა.
"ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამით იწერდა ქულებს. ეს უკვე მეორედ გამოააშკარავა ფეისბუქმა. მეორედ მიიღო საკადრისი პასუხის ფეისბუქის მხრიდან "ოცნებამ". აქ ცალკე გამოსაკვლევი საკითხია, რამდენად არის ეს კანონის დარღვევა იმ კონტექსტში, რა ფული იხარჯებოდა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქ იხარჯებოდა საბიუჯეტო სახსრები და საჯარო მოხელეები იყვნენ ჩართული.
ცალკე აღსანიშნავია, რომ მხილებული იქნა "ნაციონალური მოძრაობაც", მათ პასუხი უნდა გასცენ ანგარიშების წაშლას"- აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ საქართველოში მოქმედი 1000-მდე ყალბი ანგარიში და მათთან დაკავშირებული გვერდი გააუქმა, საიდანაც 800 კოკა ყანდიაშვილთან, "ქართული ოცნების" მთავარ პიარ-ტექნოლოგთან იყო დაკავშირებული. სოციალურ ქსელში არ იძებნაბა ყანდიაშვილის პირადი გვერდიც.
მასალის გამოყენების პირობები






