პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა, კრიზისი და მოსამართლეთა პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა - Freedom House-ის მორიგი უმწვავესი ანგარიში საქართველოზე
პოლიტიკა - 11:39, 06 May, 2020     602
Freedom House-ის მორიგი უმწვავესი ანგარიში და დემოკრატიის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუარესებული მაჩვენებელი საქართველოში.

Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა, პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა.

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნად რჩება.

"საქართველო რამდენიმე პარამეტრით ავტორიტარიზმს მიუახლოვდა" - წერია დასკვნაში.

რაც შეეხება დემოკრატიის ხარისხს ქვეყნებში, ის შარშანდელთან შედარებით გაუარესებულია და 3,25 ქულას შეადგენს.

ანგარიშში გაურკვეველი მოტივით დაწყებული დაპატიმრებები, მათ შორის გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრება და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლიდან მალევე მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც მოხვდა.

"სასამართლოს სისტემა ისედაც დაძაბულობის მაპროვოცირებელია ქვეყნის ისედაც პოლარიზებულ ვითარებაში. 2019 წელს და 2020-ის დასაწყისში განურჩეველმა დაპატიმრებებმა და კამათის საგნად ქცეულმა რამდენიმე სასამართლო პროცესმა ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გააუარესა. იმის ნიშნად, რომ ამგვარი შემთხვევები არ იქნება მხოლოდ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში შემოფარგლული, ის ამტკიცებს, რომ საქართველოს მმართველმა უმრავლესობამ უზენაეს სასამართლოში მიავლინა 14 ახალი მოსამართლე, უაღრესად დისფუნქციური და არაპროფესიონალური დანიშვნის პროცესის შედეგად"- ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, დოკუმენტის ამ ნაწილში საუბარია, რომ სასამართლოებს ქვეყნები აკომპლექტებენ თავიანთი ერთგული ფიგურებით.

"2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში პოლიტიკოსები ძირს უთხრიდნენ კანონის უზენაესობას, რამაც გამოიწვია მაჩვენებლების გაუარესება ჩეხეთის, საქართველოს, ლატვიის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროსთვის. მთავრობები სასამართლოებს აკომპოლექტებენ თავიანთი ერთგული ფიგურებით, იღებდნენ სასამართლოს შემზღუდველ კანონებს და ზოგ შემთხვევაში აწარმოებდნენ დევნას ცალკეული მოსამართლეების მიმართაც.

პოლიტიკური პროცესების შეფასებების კუთხით ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია 2020 წლის თებერვლის მოვლენები, რის დროსაც ივანიშვილის ოცნებამ უარი თქვა დაპირების შესრულებაზე, რომ საქართველო გადასულიყო სრულად პროპორციული არჩევნების სისტემაზე. ანგარიშში ნახსენებია, რომ 2020 წლის თებერვალში ქართული ოპოზიციის წარმოამდგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო ცხოვრებას, რაც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის მეტად რთული მომენტი იყო. ამ დაძაბულობის განმუხტვა მოხერხდა თვეების შემდეგ, რაც პროცესში ჩაერთნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ეს ვითარება მარტის შეთანხმების მიღწევით ამოიწურა"- წერია ანგარიშში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42