რამენ ლარს ხარჯავს დღიურად სახელმწიფო კარანტინში მყოფ მოქალაქეზე და რა უჯდება ბიუჯეტს კლინიკის თითო ინფიცირებული პაციენტისთვის განკუთვნილი ერთი საწოლი
პოლიტიკა - 10:35, 06 May, 2020     623

კორონავირუსი და საქართველოს მთავრობის №290 დადგენილება - მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ თითოეულ ბენეფიციარზე დღიურად 100 ლარი დაიხარჯება. სახელმწიფოს მხრიდან ტესტირება ანაზღაურდება პჯრ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში - არაუმეტეს 150, სწრაფი ტესტების გამოყენების შემთხვევაში კი არაუმეტეს 20 ლარით.

№290 დადგენილება 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებას შეეხება.

ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვისთვის შემუშავებული პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფომ 89 მილიონ 900 ათასი ლარი გამოყო.

დადგენილების მიხედვით, საკარანტინო სივრცეების სასტუმრო მომსახურებას/სამედიცინო მეთვალყურეობა ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არაუმეტეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიური 100 ლარისა (გარდა შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრისა“, რომლის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში).

საკარანტინო სივრცეების სამედიცინო პერსონალითა და პირველადი სამედიცინო დანიშნულების საგნებით/მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კარანტინის კოორდინატორის მომსახურება, სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით.

შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის/ლაბორატორიის მიერ გადაცემული სახარჯი მასალის გამოყენებით), შენახვა და ტრანსპორტირება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, არაუმეტეს 10 ლარისა, სახარჯი მასალის ღირებულების გათვალისწინებით, ხოლო სახარჯი მასალის ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა.

COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება პჯრ მეთოდით, საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 150 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 50 ლარისა.

COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება სწრაფი/მარტივი მეთოდით, ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით არაუმეტეს 20 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 3 ლარისა.

სტაციონარული მკურნალობა COVID-19-ის როგორც დადასტურებული, ასევე დაუდასტურებელი შემთხვევის დროს ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.

ამასთან, იმ კლინიკებს, რომელთაც 80-მდე საწოლი აქვს, სახელმწიფო თითო საწოლზე დღეში გადაუხდის იმდენჯერ 100 ლარს, რამდენი საწოლიც აქვს (მაგალითად, 80 საწოლის მქონე კლინიკას სახელმწიფო ყოველ საწოლ დღეზე გადაუხდის 8 000 ლარს). რაც შეეხება იმ კლინიკებს, რომელთაც 80-ზე მეტი საწოლი აქვს, მათ სახელმწიფო თითო საწოლ დღეზე გადაუხდის იმდენჯერ 120 ლარს, რამდენი საწოლიც აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42