"ფეისბუქმა" ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.
გაუქმებულია, ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც ფეისბუქმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან აფილირებული ასობით ანგარიში გააუქმა.
ფეისბუქის განცხადებაში წერია, რომ მოცემული ქმედებების უკან მდგომი ინდივიდები ფიქციური პერსონების შესაქმნელად, ოპოზიციის ლიდერებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების განსახიერებისთვის, ჯგუფებისა და გვერდების სამართავად და თავიანთი კონტენტის ფართო მასაზე გასატანად იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, რომელთა ნაწილიც წინა ჯერზე გაუქმდა ავტომატიზებული წმენდის შედეგად. ზოგიერთ შემთხვევაში ცხადი იყო, რომ ჯგუფები ნაყიდი იყო (მათ თავდაპირველად სულ სხვა სახელი ერქვათ). მოცემული ჯგუფები ასევე ქმნიდნენ გვერდებს, რომლებიც ჰგავდა ადამიანების პროფილებს და მთავარ ფოტოებდნენ იყენებდნენ სტოკის ფოტოებს, რათა გაევრცელებინათ საკუთარი კონტენტი და თავიდან აერიდებინათ დაბლოკვის რისკი. გვერდების ნაწილი კი მოქმედებდა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება. გვერდების მოდერატორები უმეტესწილად პოსტავდნენ ლოკალურ სიახლეებსა და პოლიტიკურ ამბებზე, როგორებიცაა არჩევნები, პოლიტიკა და ოპოზიციის. ახლახან კი მოცემულმა ანგარიშებმა დაიწყეს COVID-19–თან დაკავშირებული კონტენტის გაზიარებაც, რომელთა ნაწილიც ფეისბუქმა წაშალა, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა მათ შიდა წესებს და შეიცავდა ჯანმრთელობისათვის საზიანო დეზინფორმაციას.
კვლევაში ნათქვამია, რომ Espersona-სთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ემსახურებოდნენ. ზოგიერთი გვერდი ეკუთვნოდა წვრილ-წვრილ მედიასაშუალებებს, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულები.
- ამ გვერდებიდან ერთს მაინც ჰყავდა დაახლოებით 973,000 გამომწერი;
- აჯგუფებიდან ერთ–ერთში მაინც გაწევრიანებული იყო დაახლოებით 1,508,000 ანგარიში.
- მოცემულ ინსტაგრამ ანგარიშებს ჰყავდა დაახლებით 26,000 გამომწერი.
- მოცემული ანგარიშებიდან განთავსებულ "ფეისბუქ"რეკლამებში დაიხარჯა დაახლოებით $30,000 ამერიკული დოლარი.
მასალის გამოყენების პირობები






