"ფეისბუქმა" ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.
"ფეისბუქმა" ასევე გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.
გაუქმებულია, ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც ფეისბუქმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან აფილირებული ასობით ანგარიში გააუქმა.
სოციალური ქსელის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული ანგარიშები დაიბლოკა ფეისბუკის პლატფორმიდან.
“ჩვენ ეს აქტივობა აღმოვაჩინეთ საქართველოში საეჭვო კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოძიების ფარგლებში, რომლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა. წარსულში მსგავსი გვერდების წაშლასთან სწორედ ამ ორგანიზაციებს ჰქონდათ კავშირი”, – აცხადებს "ფეისბუკქი".
სოციალური ქსელის განცხადებით, ზუსტად იგივე მიზნითა და მიზეზით დაწყებული გამოძიების ფარგლებში წაშალეს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ქსელიც. კერძოდ, კომპანიის ცნობით, მათ გააუქმეს ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირებული 23 ფეისბუკ ანგარიში, 80 გვერდი, 40 ჯგუფი და 9 ინსტაგრამ ანგარიში.
მასალის გამოყენების პირობები






