ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ფოთში რუსული დროშის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა და კონკრეტულ შემთხვევას ვანდალიზმი უწოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჭკუასელმა "კვირის პალიტრასთან" გააკეთა.
"ეს არის ვანდალიზმი და ხეპრეობა. უნდა ყოფილიყო თუ არა ეს დროშა იქ, სხვა საკითხია, მაგრამ რადგან ეკიდა, არ უნდა დაეწვათ!
სხვისი ქვეყნის სიმბოლოების დაწვა (მითუმეტეს ისეთი დიდი მეზობელი ქვეყნის, რომლებსაც კარგად ვიცნობთ, ვინც არიან და რაც შეუძლიათ) არაფრით არ შეიძლება. ჩემი აზრით, ეს იყო პროვოკაცია, ამგვარი პროვოკაციები კი შეიძლება სავალალო შედეგებით დამთავრდეს და მერე წვან დროშები იმათ, ვისაც მეტი შეგნება არ გააჩნია.
მე მესმის და ვამართლებ ყველა აღშფოთებას ოკუპაციასტან დაკავშირებით, მაგრამ ეს დაუშვებელი საქციელი იყო. რომ იტყვიან, ცხენს ვერაფერი დააკლო და უნაგირს დაუწყო მტვრევაო, ზუსტად ისე გამოუვიდათ", - მიიჩნევს ჯემალ ჭკუასელი.
მასალის გამოყენების პირობები






