აზიის განვითარების ბანკი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელბაში საქართველოს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს
საზოგადოება - 10:50, 08 Nov, 2013     1338

აზიის განვითარების ბანკი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელბაში საქართველოს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს - ამის შესახებ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თენგიზ შერგელაშვილთან შეხვედრისას აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ქეითი ჯულიანმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის ფინანსური სექტორისა და ვაჭრობის სახელმწიფო მართვის განყოფილების დირექტორმა, ბეტი ვილკინსონმა განაცხადეს.

სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოხატეს თვითმმართველობის რეფორმისადმი და მინისტრის მოადგილისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი ცვლილებების ძირითადი მიმართულებების თაობაზე. თენგიზ შერგელაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რეფორმის მიზანს წარმოადგენს რეალური თვითმმართველობის შექმნა, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის იმ უფლებების გადაცემა, რომელიც, ბუნებრივად, მათი უფლებებია.

„წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შიდა გზები, ნარჩენების მართვა - ეს ის სფეროებია, რომელიც თვითმმართველობებმა უნდა მართონ,“ - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, - „იმ კანონმდებლობით, რომელიც ახლა მოქმედებს, სოფლის გზის მოწესრიგებაც კი ცენტრალურ დონეზე გადასაწყვეტი საკითხია. ეს არ არის სამართლიანი მიდგომა და ახალი კოდექსი, სხვა ბევრ ხარვეზთან ერთად, თვითმმართველობის ამ ხარვეზსაც გამოასწორებს.“

თვითმმართველობის ახალი კოდექსი საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში დაამტკიცა. დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტშია შესული. პარალელურად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნისს ხვადასხვა რეგიონებში, დოკუმენტის საჯარო განხილვებს მართავს. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42