კორონავირუსი და მოახლოებული არჩევნები - რას გეგმავს ხელისუფლება - მდინარაძის კომენტარი
პოლიტიკა - 15:21, 05 May, 2020     619
"ქართული ოცნების" წევრი, ამუკა მდინარაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელოს ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას.

მისი თქმით, მზად არიან განიხილოს ახალი კორონავირუსის პირობებში არჩევნების პროცესის ნებისმიერი გზა.

რაც შეეხება არჩევნების ელექტრონული წესით გამართვისვას, მდინარაძის გამცხადებით ეს ვერ მოესწრება:

"ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და მოესწროს ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ დანარჩენი, რაც შეეხება იმას, თუ რა რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით ჩატარდეს არჩევნები, ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელთან სამსჯელოდ მზად ვართ და ღია ვართ”, - აცხადებს მმართველი პარტიის ლიდერი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე, რათა არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად შესაბამისი ზომები განისაზღვროს.

განცხადების თანახმად, ოქტომბერში, არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. შესაბამისად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ამ კუთხით არსებული ბუნდოვანება გაფანტოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42