ახალი დეტალები ყინწვისში, მამებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე: "მივხვდი, რომ გვესროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდან..."- რა ჩვენება მისცა მამა საბამ
სამართალი - 14:26, 05 May, 2020     1957
ყინწვისში, მამებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

დაზარალებული მღვდელმთავარი, მამა საბა ჟღენი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში მომხდარს დეტალურად იხსენებს.

საბა ჟღენტი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ირწმუნება, რომ არ დაუნახავს ვინ გაისროლა 20 აპრილს მისი მიმართულებით.

"გაისმა დიდი, სავარაუდოდ იარაღის გასროლის ხმა. მე მაშინვე მივხვდი, რომ გვესროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდან. სროლა ხორციელდებოდა ჩვენგან მარჯვენა მხარეს თუ საიდან, ეს ვერ დავინახე. ასევე ვერ დავინახე პირი ვინც გვესროდა. სროლაზე ავტომობილი არ გამიჩერებია, სწრაფი გზით გავაგრძელე გზა. გავცდით 150-200 მეტრით, რა დროსაც მანქანაზე დაგვეშვა საბურავი. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი, შევცვალეთ საბურავი ხოლო დაზიანებული საბურავი ჩავდეთ ავტომობილში.

სროლის დროს დაზიანდა ავტომანქანა, მინები, საქარე მინის ორი ადგილი. ასევე, ავტომანქანას უკან ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ჩვენ სროლის შედეგად არანაირი დაზიანება არ მიგვიღია. პირადად მე არანაირ სამედიცინო ექსპერტიზას არ ვსაჭიროებ. პიროვნება, რომელიც ჩვენი მისამართით ისროდა არ დამინახავს. ამის შემდეგ ჩვენგან ერთ-ერთმა დაურეკა მამა ეფრემს, რომელსაც სთხოვა მოსულიყო ჩვენთან და წავეყვანეთ თავისი ავტომანქანით, ვინაიდან მისი ავტომობილით გადაადგილება უფრო უსაფრთხო იქნებოდა"- აცხადებს დაზარალებული სასულიერო პირი ჩვენებაში.


რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვაზნების ფოტოებს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მასრებზე ანაბეჭდები არ იკითხება. მათ შორის არ გამოვლენილა ბრალდებული სასულიერო პირის დავით აქიაშვილის ხელის კვალი.

ცნობისთვის, მამა საბა ჟღენტი, ყინწვისში მომდარ შემხვევას მედიასთან საერთოდ უარყოფდა.

ყინწვისში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია პირველმა, "ნიუპოსტმა" წყაროზე დაყრდნობით - 22 აპრილს გაასაჯაროვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც საპატრიარქო მომდევნო ერთი კვირის მანძილზე დუმდა, ბოლოს კი გომელაურის უწყებამ მომხდარი დაადასტურა და სასულიერო პირის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი, სააღდგომო ტრაპეზზე მომხდარ დაპირისპირების ეპიზოდზე, უწყება ოფიციალურ წერილში წერს, რომ დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩვენი წყარო, ყვება, რომ მამა დავითსა და არქიმანდრიტ საბას შორის დაპირისპირება, მონასტრის ტერიტორიაზე, ტრაპეზობისას დაიწყო, საქმე იქამდე მივიდა, რომ საჭირო რომ საჭირო გახდა მეუფე იობის ჩართვაც, რომელიც მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირებულებს აშველებდა.

მონასტერში მომხდარის შესახებ საუბრისგან თავის იკავებენ, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ინცინდენტში მეუფის თანდასწრებით არ მომხდარა.

კობა კობაიძის, იგივე მამა დავით აქიაშვილის სასამართლო პროცესი უახლოეს პერიოდში გაიმართება. მანამდე კი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დუმილის უფლებას იყენებს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42