"პარლამენტი იზოლაციაში მყოფმა ივანიშვილმა პრაქტიკულად გააუქმა"- ენმ გახარიას პლენარულ სხდომაზე იბარებს
პოლიტიკა - 12:47, 05 May, 2020     804
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, ინტერპელაციის წესით, პარლამენტში იბარებს.
განცხადება საკანონმდებლო ორგანოში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავას თქმით, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზეზით მიღებული ზომების გამო ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა და ეკონომიკური პრობლემები ყველაზე მეტად მოწყვლად ჯგუფებს შეეხო.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი დახმარების გეგმა კი სინამდვილეში პარტიული აქტივის და მათთან დაკავშირებული ბიზნესების ფულით უზრუნველყოფის სქემაა.
"პარლამენტში ულუკმაპუროდ დარჩენილი მოქალაქეების ხმა არ ისმის. პარლამენტი იზოლაციაში მყოფმა ივანიშვილმა პრაქტიკულად გააუქმა.
იმისთვის, რომ სახლში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანების ხმა გავაგონოთ გიორგი გახარიას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მას ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს.
ორჯერ, როცა ენმ-მ გახარია პარლამენტში დაიბარა, ის არ მობრძანდა, გამოაგზავნა მხოლოდ წარმომადგენელი. ამჯერად მას კონსტიტუცია ავალდებულებს, მობრძანდეს პარლამენტში და პირადად გასცეს შეკითხვებს პასუხები. არმოსვლის შემთხვევაში ის კიდევ ერთხელ დაარღვევს კონსტიტუციას, კიდევ ერთხელ ეტყვის საქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომ არ აინტერესებს მათი გაჭირვება; არმოსვლით გახარია იტყვის, რომ ქართულ ოცნებას ეკონომიკური აპარტეიდის გარდა, რომლითაც მხოლოდ პრივილეგირებული კასტა სარგებლობს, იმ ვალით, რომელიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ, სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნია", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42