"ოცნება წინასაარჩევნო კამპანიაშია, ივანიშვილის გუნდი საგანგებო მდგომარეობას პოლიტიკური და კორუფციული მიზნებისთვის იყენებს"- ოპოზიცია
პოლიტიკა - 12:21, 05 May, 2020     1030
ოპოზიცია ეჭვობს, რომ ივანიშვილის გუნდი, საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის გახანგრძლივებას გეგმავს და პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობას პანდემიით აშინებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას კორუფციული მიზნების განსახორციელებლად იყენებს.

პარტიის წევრი ხელისუფლების მხროდან დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიაზეც მიუთითებს.

"საგანგებო მდგომარეობას ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური და კორუფციული მიზნების განსახორციელებლად და მათ შორის უკვე აქტიურად არს ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. საგანგებო მდგომარეობის ორმაგი სტანდარტები არ ეხებათ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებს"- ამბობს დეკანოიძე.

მისი თქმით, კომენდანტის საათი უნდა მოიხსნას და აღდგეს გადაადგილება.

"ხელისუფლება რესურსებს ვერ იყენებს, კომენდანტის საათი მათ მხოლოდ ზედმეტი კონტროლისთვის სჭირდებათ, მაგრამ ეს კონტროლი ხორციელდება მხოლოდ კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის"- განმარტავს ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოშიც" ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ბიზნესს და მოქალაქეებს აბსურდული შეზღუდვები დაუწესა.

"საზოგადოების დაცინვაა, თითქოს ვირუსი არჩევდეს 9 საათამდე შეიკრიბებიან მოქალაქეები და იქეიფებენ, თუ 9 საათის შემდგომ. არანაირი გონივრული ახსნა კომენდანტის საათს არ გააჩნია, ისევე როგორც ქალაქების ჩაკეტვასა და შეზღუდვას მანქანებში მსხდომი პირების რაოდენობის მხრივ, - ამბობს აბესაძე.

მმართველ გუნდში კი არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით ან ერთი თვით გახანგრძლივდეს.

"თუნდაც ერთი თვით რომ გახანგრძლივდეს საგანგებო მდგომარეობა, ამ შემთხვევაშიც გვაქვს შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შევძლოთ. 31 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ვაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება, თუ გახანგრძლივდა საგანგებო, ივლისში მაინც გახდება შესაძლებელი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42