ორმა თვითდაზიანებით, ერთმა კი სხვადასხვა პრეპარატის 200 ზე მეტი აბი დალია. მსჯავრდებულებმა ამით საპატიმროში შექმნილი პირობები გააპროტესტეს. ერთ-ერთი მსჯავრდებულის გიორგი ფიფაშვილის განცხადებით, ექიმები ცუდად ეპყრობიან და არ უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრეპარატებით.
"ვართ ამჟამად დაჩეხილები. ექიმებისგან არანაირი ყურადღება არ არის. არ მაძლევენ იმას რაც კანონით მეკუთვნის. გოჩა სამხარაულმა დალია შიდსის წამალი 210 აბი. უგონოდ არის. აგერ პოლზე აგდია უგონოდ, სასწრაფო მოდის, არ ვიცი რამდენ ხანში მოვა. ეხლა ვუყურებ იატაკზე ფართხალებს. ექიმს დავუძახეთ და ჯერ არანაირი ყურადღება არ არის. სააკაშვილის დროს არ ხდებოდა ეგეთი რაღაც და ჩვენ იმ დონემდე ვართ მისული, რომ თავები ჩამოვიკიდოთ", - აცხადებს პატიმარი.
სოზარ სუბარი აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მე-6 საპყრობილეში ისეთი წესრიგია, როგორიც არასოდეს ყოფილა. "მძიმე ვითარებაა მე-6 დაწესებულებაში, ეს არის აბსოლიტური ტყუილი. მე-6 დაწესებულებაში დღეს არის ისეთი წესრიგი, როგორც არ ყოფილა არასდროს, ოღონდ წესრიგი ძალადობის გარეშე. ყველა ადამიანს, ვისაც სჭირდება მკურნალობა მიეწოდება ადეკვატირი მკურნალობა და ვერც ერთი ადამიანი ვერ მიიღებს იმაზე მეტ ფსიქოტრობულ ნივთიერებას ვიდრე მათ უნიშნავენ ექიმები. ექიმის დანიშნულების გარეშე ვერ მიიღებს ვერავინ ვერაფერს. ნებისმიერ ადამიანს რომელიც იყენებს თვითდაზიანებას ექცევა ყურადღება, როცა ჩვენ დავიწყეთ მუშაობა დღეში 20-30 თვითდაზიანება იყო. ეხლა კვირაში უფრო ნაკლები თვითდაზიანებებია ვიდრე მანამდე იყო დღში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






