1970 წლის 4 მაისი ოჰაიოს შტატისა და სრულიად ამერიკისთვის ტრაგიკული დღეა. კენტის შტატის ხოცვა-ჟლეტა ეწოდა ოჰაიოს შტატის კენტის უნივერსიტეტში შეუიარაღებელი პროტესტის ჩახშობას. 29 კაცისგან შემდგარმა ოჰაიოს ნაციონალურმა დაცვამ სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, 9 კი დაიჭრა.
სტუდენტები ითხოვდნენ მშვიდობას და აპროტესტებდნენ ვიეტნამის ომსა და აშშ-ს მიერ კამბოჯის დაბომბვას. პროტესტს 1 500 სტუდენტი შეუერთდა. ისინი სიტყვით გამოდიოდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ამერიკის კონსტიტუციის ასლი დაწვა იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ იძალადა მასზე ნიკსონმა. ეს ფაქტი ყველამ ისე ვერ აღიქვა, როგორც ჩაფიქრებული იყო და სტუდენტთა პროტესტი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მყისიერ საფრთხედ შეაფასა. პროტესტი რამოდენიმე დღე გრძელდებოდა და 4 მაისისთვის მათი რაოდენობა 2 000 გახდა.
ნაციონალურმა გვარდიამ მიიღო ბრძანება, რომ პროტესტანტები მიმოეფანტათ და მათი აქცია დაეშალათ. სტუდენტებმა დაშლაზე უარი განაცხადეს და ზოგმა მათგანმა გვარდიის მიმართულებით ქვების სროლა დაიწყო, რასაც მათი მხრიდან სასტიკი პასუხი მოყვა. ნაციონალური გუშაგები ცრემლსადენი გაზის იარაღებით, მასკებით და იარაღებით დაბრუნდნენ. მათ ჯერ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, თუმცა ამან აქციის მონაწილე სტუდენტები არ შეაშინა და მათ უკან დაუბრუნეს ნასროლი გაზის ტყვიები, ხოლო იარაღის წართმევის მცდელობის შემდეგ იყო გასროლა, რაც საბოლოო ჯამში ტრაგიკულად დასრულდა. გთავაზობთ „კენტის ხოცვა-ჟლეტად“ შეფასებული პროტესტის უიშვიათეს კადრებს:




















მასალის გამოყენების პირობები






