ეგეოსის ზღვაში ჩაძირული ხომალდის გადარჩენილი ქართველი მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ. ერთ-ერთი მეზღავური გემის ჩაძირვის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით ჩაძირვამდე ძლიერი შეჯახების ხმა გაიგეს და კაპიტნის ბრძანებით გემის შემოწმება დაიწყეს. დაზიანება კი იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ კაპიტანმა გემის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ისინი სამაშველო ნავში ჩასხდნენ, თავად ლევან თებიძე კი ბოლომდე დარჩა გემზე, მას შემდეგ კაპიტანს ეძებენ.
სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ხომალდი „სტელა“ რამდენიმე დღის წინ ჩაიძირა. ეგეოსის ზღვაში მცურავი გემის ეკიპაჟის ყველა წევრი ქართველი იყო.
„იმდენად ღრმა იყო ეს ჭრილი, რომ მას ვერაფერი ვერ უშველიდა. გემი მარჯვენა მხარეს გადაიწია. იმდენად სწრაფად იძირებოდა, რომ კაპიტანმა გემის დატოვების ბრძანება გასცა. ამის შემდეგ ლევანი აღარ გვინახავს. დღემდე გაურკვეველია რა გააკეთა ამ კაცმა“, - განაცხადა მეზღვაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






