ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა
სამართალი - 19:44, 04 May, 2020     1361

საქარტველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა. საქმის საბოლოო მასალებს ოჯახის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გაეცნო.

ამირან გიგუაშვილის თქმით, საბოლოო მტკიცებულებებიდან იკვეთება დაკავებული პირების ბრალეულობა.

„გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა. საგამოძიებო ორგანოში განვიხილეთ უკვე დასრულებული საგამოძიებო მოქმედებები. როგორც მოგეხსენებათ, საქმე უკვე გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ პირთა მიმართ, რომლებიც არიან დაკავებულები ორი მათგანი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე და ერთი, რომელიც არ არის დაკავებული და არის ასევე მიცემული პასუხისგებაში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ვრცელი სამუშაო იქნა გაწეული. 11 ტომია საგამოძიებო მასალები, მით უმეტეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ თავად ცოტნე გამსახურდიამ ვერ შეძლო ჩვენების მიცემა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, იმ პირთა მიმართ ვინც პასუხისგებაში არიან მიცემულები არსებობს სრული და ამომწურავი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც მათ ბრალეულობას ადასტურებს. იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება კანონის მთელი სიმკაცრით გამამტყუნებელი განაჩენები აღნიშნული პირების მიმართ. ასევე მინდა გითხრათ, საქმიდან ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი და კიდევ გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო პირთა მიმართ, რომლებიც შესაძლოა, მონაწილეობდნენ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმაში. შესაბამისად, როდესაც იქნება შესაძლებელი გარკვეული მტკიცებულებების მოპოვება იმედი გვაქვს, ამ პერიოდში ცოტნე გამსახურდია შეძლებს ჩვენების მიცემას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუ კიდე ვინმე არის დასასჯელი გამოვლინდება და დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42