ხარვეზები მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში – "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიში
პოლიტიკა - 18:36, 04 May, 2020     856

ხარვეზები მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში - “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტით გართულებულია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა იდენტიფიცირება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ პირებისთვის ბევრად რთულია დაასაბუთონ, რომ ნამდვილად იყვნენ დასაქმებული. HRC-ში მიიჩნევენ, რომ გეგმა კი ბუნდოვნად ტოვებს ამ პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებს:

“მნიშვნელოვანია, რომ გეგმის მიზნობრივი დახმარების ჯგუფი მხოლოდ ფორმალურ სექტორში დასაქმებულებით არ შემოიფარგლა. ამავდროულად, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა, უნივერსალურობის პრინციპის უგულებელყოფით, წინასწარ სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებას გულისხმობს, რაც გაართულებს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა იდენტიფიკაციას.

ცხადია, ასეთ დროს ამ პირებისათვის ბევრად უფრო რთული იქნება, დაასაბუთონ, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ დასაქმებულნი. გეგმა ამ პრობლემასთან დაკაშირებულ საკითხებს ბუნდოვანს ტოვებს. მეორე მხრივ, არსებული სოციალური დაცვის სისტემებში პრობლემების დანახვა აჩენს იმედს, რომ ხელისუფლება გამოასწორებს ხარვეზიან პრაქტიკას, რის შემდეგაც გამარტივდება მსგავსი ჯგუფებისა თუ პირების იდენტიფიკაცია”, – წერია ანგარიშში, სადაც ორგანიზაცია საგანგებო სიტუაციის ფარგლებში ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას აფასებს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი” აღნიშნავს, რომ გეგმის მიხედვით, სოციალური დახმარების მიმღები ყველაზე მოწყვლადი ოჯახებიდან (0-დან 65,000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით) დახმარებით ისარგებლებენ მხოლოდ ისინი, რომელთაც 16 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი ჰყავთ. ასეთი მიდგომა, ორგანიზაციის შეფასებით, ასევე არ პასუხობს რეალურ გამოწვევას, რაც მსგავსი სხვა ოჯახების წინაშე დგას.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც წარმოდგნეილ დოკუმენტში “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ხედავს, გეგმის სოციალური ნაწილით გათვალისწინებული ფულადი დახმარების არაერთგვაროვანი გადანაწილებაა დასაქმებულსა და თვითდასაქმებულს შორის:

“გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულისთვის ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარია გამოყოფილი, როცა დაქირავებით დასაქმებულისთვის ეს თანხა 6 თვის განმავლობაში 1200 ლარია. ეს მიდგომა ვერ ჩაითვლება სამართლიანად იმ თვითდასაქმებულთათვის, რომლებიც შემოსავლის წყაროს დაკარგვის მაღალი რისკის ქვეშ დგანან”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მოწყვლად ჯგუფთა დახმარების და გაძლიერების მიზნით, აუცილებელია, ანტიკრიზისული გეგმის სიკეთეები მათზეც გადანაწილდეს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრში” აცხადებენ, რომ გასათვალისწინებელია ეკონომიკური რეცესიის განსაკუთრებული გავლენა ქალთა უფლებებზე და სიღარიბის ფემინიზაცია, რაც ამ გეგმის მიღმა დარჩა:

“ასევე, აუცილებელია, სახელმწიფომ ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ ნაწილში მოიაზროს იმ პირებისა და ოჯახების მხარდაჭერა, რომლებიც უცხოეთიდან გზავნილებზე იყვნენ ფინანსურად დამოკიდებულნი და პანდემიის გამო დარჩნენ ამ შემოსავლების გარეშე. მნიშვნელოვანია, ქვეყანა მზად შეხვდეს კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი მიგრანტების დაბრუნებას და მათი სოციალური გარანტიები არ იქნას საგანგებო მდგომარეობის პირობებში უგულებელყოფილი. მეტიც, აუცილებელია სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერება, სურვილის შემთხვევაში, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ მოქალქეთა მხარდაჭერა ბანკებში ფინანსური ვალდებულებების გადავადებაზე და რესტრუქტურიზაციაზე შეეხოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებსა თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებსაც:

“მით უფრო, როცა არსებული დაკრედიტების პოლიტიკა და სახელმწიფოს უმოქმედობა მათ ბენეფიციარებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. აუცილებელია გეგმაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, ადმინისტრირების პროცესის გამარტივება ბენეფიციართათვის და მათი დროულად მიწოდება. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც თანხების წარმომავლობის, ისე მისი გახარჯვის შესახებ საზოგადოებისთვის დროული და სრული ინფორმაციის მიწოდება” ,- ნათქვამია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42