"ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი" რატიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს
სამართალი - 15:33, 04 May, 2020     1303

“ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” პოეტ ზვიად რატიანის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოში დაიცავს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციელების მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ მისი ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერების საჯაროდ გავრცელება იყო უკანონო.

„სტრასბურგში წარდგენილ განაცხადში მითითებულია, რომ პოლიციელების მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ მისი ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერების საჯაროდ გავრცელება იყო უკანონო. ამასთან, მათი გადაღება და გავრცელება ემსახურებოდა არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესს, არამედ ზვიად რატიანის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნას და მისი პიროვნების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას.

ზვიად რატიანი, სპეციალური საპოლიციო კონტროლის (რეიდის) ფარგლებში, 2018 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. პოლიცია მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულების სახით წარადგინა პოლიციის თანამშრომლების მიერ საკუთარი მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერები. ჩანაწერებში ჩანს, რომ დაკავებული რატიანი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს. თუმცა, რატიანის განმარტებით, მისი გაღიზიანება გამოწვეული იყო პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობით, რომელიც წინ უძღვოდა ვიდეოს გადაღების პროცესს. შესაბამისად, ჩანაწერები ასახავს მხოლოდ ზვიად რატიანის დაკავების შემდგომ ფრაგმენტულ ეპიზოდებს და ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას. გარდა ამისა, პოლიციელის მიერ პირადი მობილურით ვიდეო ჩანაწერის გაკეთების უფლებამოსილებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, EMC-მ სასამართლოსთან იშუამდგომლა ვიდეო ჩანაწერების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის მოთხოვნით, თუმცა, სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მიიღო და განიხილა ჩანაწერები 2017 წლის 27 დეკემბრის ღია სხდომაზე. სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები, თუმცა ვიდეო ჩანაწერების ვიზუალური მხარე მათთვის აღქმადი არ ყოფილა.

სხდომის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ვიდეო ჩანაწერების გადაცემა. მითითებული წერილის საფუძველზე შსს-მ საზოგადოებრივ მაუწყებელს, უკანონოდ, მოსარჩელის ინფორმირებისა და მისი ნებართვის გარეშე გადასცა ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და მოგვიანებით განთავსდა მაუწყებლის ვებ-გვერდზე. ამის შემდეგ, ჩანაწერი გამოქვეყნდა სხვა მედიასაშუალებებშიც და ის ათიათასობით ადამიანმა იხილა. შედეგად, ზვიად რატიანი მუდმივ საზოგადოებრივ წნეხში მოექცა და გახდა არაერთი დამცინავი, შეურაცხმყოფელი და აგრესიული მუქარის შემცველი კომენტარის ადრესატი როგორც ონლაინ, ასევე საჯარო სივრცეებში. აღნიშნულმა უარყოფითად იმოქმედა ზვიად რატიანის ჯანმრთელობაზე და მას დაერღვა ქვეყანაში უსაფრთხოების განცდა. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ვიდეოჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა გამოიწვევდა მის გასაჯაროებას და ზვიად რატიანის დისკრედიტაციას. აღნიშნულს ადასტურებს შსს-ს 2017 წლის 24 დეკემბერის განცხადება, რომელშიც უწყების წარმომადგენელი უთითებს, რომ იმ ეტაპისთვის სამინისტრო მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა უცენზურო გამონათქვამების შემცველი ჩანაწერის გასაჯაროებას.

აღსანიშნავია, რომ პოლიციელების მიერ პირადი მობილური ტელეფონით უკანონო ვიდეოგადაღებისა და მისი მედიასაშუალებისთვის უკანონო გაზიარების გამო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. თუმცა, 2019 წლის 5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება და შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლდა ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

შეგახსენებთ, რომ EMC ზვიად რატიანს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე წარმოადგენს კონვენციის მესამე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, EMC-მ სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა 2019 წლის 5 აგვისტოს, სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან ზვიად რატიანის შესაძლო არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და ამ ფაქტის არაეფექტური გამოძიების გამო ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42