პირველი ლეიბორისტი თვლის, რომ ეკონომიკის გადასარჩენად, აუცილებელია, რომ ხალხი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდეს.
„პანდემიამ აჩვენა, რომ ივანიშვილის მილიარდელთა მთავრობას ჩვენი ხალხისთვის შინაპატიმრობის მეტი არაფერი ემეტება. ერთადერთი ხელისუფლებაა დედამიწაზე, რომელმაც არაფერი გაიმეტა ხალხისთვის, პირიქით აკეთა ახალი მილიონები და განამტკიცა საკუთარი დიქტატურა, რომლის საფუძვლის ჩაყრასაც 8 წლის წინ შეუდგა. რამდენიმე წუთის წინ მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, ეს არის მორიგი წუწაობა და თვალის ახვევა ხალხზე.
ვინაიდან ხელისუფლებამ ხალხის გადარჩენაზე უარი თქვა, ხალხმა თავად უნდა გადაირჩინოს თავი. ამისათვის დაუყოვნებლივაა გასაუქმებელი კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა, აღსადგენია ეკონომიკა, ბიზნესი და ხალხმა უნდა იაროს სამუშაო ადგილებში. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება ისეთი სახალხო გამოსვლები, რომ ივანიშვილს თავისი ტრიუკები დაავიწყდება. ამას ხალხი ვერ აიტანს. ხვალ და ზეგ, როდესაც ივანიშვილი ჩამოსცილდება ხელისუფლებას, გაკეთდება ფონდი იმ თანხებით, რომელიც ივანიშვილმა ხალხს მოპარა. ამით დავეხმარებით ახალგაზრდებს, პენსიონერებს, სტუდენტებს, ბანკის მევალეებს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






