ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანიები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის სარგებლობისა და დასაქმებულების შესახებ არასწორ ინფორმაციას წარმოადგენენ, დაჯარიმდებიან.
"ერთი მხრივ, ჩვენ შეღავათი გვექნება კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადზე და მეორე მხრივ, 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200 ლარის დახმარება გქვექნება იმ ადამიანებზე, ვინც ოფიციალურად იყო დასაქმებული და ამავდროულად ან დროებით არიან უხელფასოში ან უბრალოდ, ხელფასს ვერ იღებენ ამ პერიოდის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში ჩვენ საგადასახადო კოდექსში ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც კომპანიებს სწორი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას ეკისრებათ. თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას ამ შემთხვევაში ამ შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან", - განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






