ვერძი: დღეს კარგი დღისთვის მოემზადეთ. შეძლებთ საკუთარი თავის რეალიზებს, თქვენი გეგმების გარკვეული პუნქტების შესრულებასაც მოახერხებთ. საღამოს საათები კი ეცადეთ ოჯახის წევრებთან გაატაროთ და აუცილებლად გაუზიარეთ მათ თქვენი შთაბეჭდილებები.
კურო: არ გიყვართ როცა მიგითითებენ იმას, თუ რა უნდა გააკეთოთ. დღეს ბევრი ეცდება რჩევის მოცემას. კარგი იქნება თუ ეს სიტუაცია არ გაგაღიზიანებთ, გახსოვდეთ რომ ამ რჩევებში რამდენიმე აუცილებლად თქვენთვის სასიკეთო და მისაღები აღმოჩნდება.
ტყუპები: დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, მაგრამ გარკვეული დაბრკოლებები ხელს შეგიშლით, ამ ენერგიის რაციონალურ გადანაწილებაში. ეცადეთ წვრილმანებს დიდი ყურადღება არ მიაქციოთ. გახსოვდეთ, რომ შრომისმოყვარეობა საშუალებას მოგცემთ წარმატებას მიაღწიოთ.
კირჩხიბი: დღე ნეგატიური განწყობით დაიწყო, თუმცა დღის ბოლოს მიხვდებით, რომ თქვენი უარყოფითი განწყობის მიზეზი უბრალო გარემოება იყო, რომლის გამოსწორებაც ძალიან მარტივად შეძელით. დღის ბოლოს ეცადეთ საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ.
ლომი: დღეს შესაძლოა ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ, კარგი იქნება თუ შაბათსა და კვირას ამ დაბრკოლებების გადალახვას დაუთმობთ და ორშაბათს სრული ძალისხმევით შეუდგებით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
ქალწული: თვენი მორიდებულობა საშუალებას არ გაძლევთ გააკეთოთ ის, რასაც შინაგანი სამყარო გკარნახობთ. თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი. კარგი იქნება თუ დღეიდან საკუთარი ხასიათის ცვლილებას შეუდგებით.
სასწორი: თქვენი ენერგიულობა საშუალებას მოგცემთ ერთნაირად აქტიური იყოთ როგორც სამსახურში, ასევე ოჯახშიც. საღამოს თავს მეტად დაღლილად იგრძნობთ. თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, რამდენიმე მეგობართან ერთად განტვირთვა.
მორიელი: კარგი იქნება თუ გამოამჟღავნებთ თქვენს მტკიცე ხასიათს. სამსახურში თქვენი კოლეგების გარკვეული ნაწილი შურის თვალით გიყურებთ, მათ არ სიამოვნებთ თქვენი წარმატება. ამიტომ, აუცილებლად ეცადეთ აღნიშნული პრობლემის გამორკვევას.
მშვილდოსანი: შესაძლოა დღეს სასურველი მიზნის მიღწევა ვერ შეძლოთ, ამის გამო ნამდვილად არ ღირს უარი თქვათ გართობაზე. უბრალოდ მეტად გადაღლილი ხართ და არ შეგიძლიათ პრობლემებს შეეჭიდოთ და მათ გადაჭრაზე იზრუნოთ.
თხის რქა: დღეს რამდენიმე საათით წარსულში დაბრუნება მოგიწევთ, შეხვდებით ადამიანს რომელიც ლამაზ მოგონებებთან არის დაკავშირებული. კარგი იქნება თუ უბრალოდ მეგობრულად გაისაუბრებთ და თქვენთვის სასიამოვნო მოვლენებს გაიხსენებთ.
მერწყული: არავითარ შემთვევაში არ შეიძლება თქვენი უარყოფითი განწყობა სხვებს მოახვიოთ თავზე. ამ შემთხვევაში აუცილებლად ეცდებიან თქვენთან გარკვეული დისტანციის დაჭერას. ეცადეთ თქვენი პრობლემები თავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე მოაგვაროთ.
თევზები: მიუხედავად იმისა, რომ დილიდან თავს ცუდად გრძნობთ, მაინც ბედნიერი ხართ. თქვენს ირგვლივ თქვენთვის საყვარელი ადამიანები ტრიალებენ. კარგი იქნება თუ ეს პოზიტიური განწყობა დღის ბოლომდე გაგყვებათ.მასალის გამოყენების პირობები






