დღეს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია "თელასის" ინფორმაციით 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დადიანის, ზაქარაიასა და სამღერეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 17:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება - თემქის IV კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ირემაშვილის, სიხარულიძის, თიანეთის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში დიდი დიღმის I მიკრორაიონისა (პეტრიწის ქუჩა) და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მაცხოვრებლები 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ, სოფელ ზურგოვანის, ყაზბეგის გამზირის, ბახტრიონის, საბურთალოსა და მიმდებარე ქუჩის მაცხოვრებლები კი - 10:00-დან 15:00 საათამდე.
ასევე, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში დიღმის მასივის III და IV კვარტლების (ნაწილობრივ), აგლაძისა და გაფრინდაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ისნის რაიონში არმაზის, დუშეთისა და გელათის ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.
გარდა ამისა, კრწანისის რაიონის გორგასლის შესახვევისა და გორგასლის ქუჩის, აბანოს, სამღებროს, ბოტანიკურისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ.
ჩუღურეთის რაიონში 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, ლოჭინის, ვეძათხევის, უზნაძის, რომის, ჯავახიშვილის, ნეკრასოვის, ხეთაგუროვისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდებათ, 10:00-დან 16:00 საათამდე კი შეზღუდვა ბუხაიძის ქუჩისა და ბუხაიძის I შესახვევის, ჩაისუბნისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.
ამასთან, 10:00-დან 18:00 საათამდე ვაკის რაიონში ვაჟა-ფშაველას გამზირის, მარიჯანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს II და III მიკრორაიონების, მარგიანის, ნუცუბიძის, გურიელისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ. ასევე, ვაკის რაიონში 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიას ნადარეიშვილის, დელისის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლები, 10:00-დან 15:00 საათამდე კი ჭავჭავაძის გამზირისა და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.
კომპანიის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ელეტრომომარაგება აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები






