"ეკლესიას უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას" - ილია მეორე
რელიგია - 13:45, 03 May, 2020     2660

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიებს უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა ქადაგებაში ყურადღება თამარ მეფესა და მის ღვაწლზეც გაამახვილა. მისი თქმით, თამარ მეფის ღვაწლი თანასწორია მენელსაცხებლე დედათა ღვაწლისა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! გილოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს, - დღეს არის მენელსაცხებლე დედების ხსენება. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ის, თუ რა გააკეთეს მენელსაცხებლე დედებმა, რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს. იმ დროს, როცა მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი, მენელსაცხებლე დედები ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ ტკივილს და მადლს მაცხოვრისას. მენელესაცხებლე დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს სიმძიმე ეკლესიისა, ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვმადლობთ და თაყვანს ვცემთ მათ ღვაწლს. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა თამარ მეფე მიაკუთვნეს მენელსაცხებლე დედებს და გაუთანასწორეს მისი - თამარ მეფის - ღვაწლი მენელსაცხებლე დედებისას.მარიამ მაგდალინელი და სხვები ხარობენ და ზეიმობენ აღდგომილ მაცხოვართან. მათი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიებს უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.შეგეწიოთ მადლი და წყალობა ღვთისა! შეგეწიოთ სიხარული, სიყვარული ღვთისა!წყალობა და მადლი ღვთისა იყოს თქვენთან, ამინ!ჩვენთან არს ღმერთი!“ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქადაგება მენელსაცხებლე დედათა კვირას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42