"ევროპული საქართველო" ეკონომიკის სწრაფ გახსნას და გადაადგილების შეზღუდვების მოხსნას ითხოვს
პოლიტიკა - 13:25, 02 May, 2020     921

ევროპული საქართველო ეკონომიკის სწრაფ გახსნასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს. აღნიშნულ თემაზე გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შემოღებული შეზღუდვების დიდი ნაწილი დაწესების დღიდან აბსურდული იყო, ხოლო მათი აღსრულება შერჩევითად ხდება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ეკონომიკა დღეს ურთულეს მდგომარეობაშია და გადაწყვეტილების სწრაფად არმიღების ფასს, საქართველოს მოქალაქეები, ასიათასობით ოჯახი გადაიხდის.

"დღეს, როცა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ უკვე დაიწყო აქტიურად ეკონომიკის ამუშავებასა და ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაზე ზრუნვა, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული გეგმა დაგვიანებულია და თავისი არსით, ნელი ტემპისაა. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნები უკვე არიან ერთმანეთთან კონკურენციაში, თუ სად უფრო სწრაფად და ეფექტურად გაიხსნება ეკონომიკა. საქართველოში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ხელისუფლებამ შერჩევითად და არათანმიმდევრულად გაავრცელა, რამაც შეზღუდვათა მთელ წყებას იმთავითვე დაუკარგა აზრი", - ამბობს გიგა ბოკერია.

ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას:

1. 8 მაისს გახსნას ეკონომიკა, დაუბრუნოს მოქალაქეებსა და მეწარმეებს ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის უფლება ხოლო იქამდე სხვადასხვა კატეგორიის ბიზნესის ფუნქციონირებისათვის აღდგენის პირობებისა და მუშაობის გონივრული წესები დაადგინოს. (მაგ. დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების მოთხოვნა და სოციალური დისტანციის დაცვა), რომელთა დარღვევაც გამოიწვევს ადეკვატურ სანქციებს.

2. დაუყოვნებლივ გააუქმოს კომენდანტის საათი

3. აღადგინოს ქალაქებში და ქალაქთაშორისი მიმოსვლა, შეიმუშავოს მასობრივი ტესტირების წესი და დაიწყოს ტესტირება დაავადების გავრცელების ზონებში, ვირუსის გავრცელების შესაზღუდად.

4. მოხსნას კერძო ავტომობილებთან დაკავშირებული შეზღუდვები - გააუქმოს მცირეწლოვანის ბავშვების, ოჯახის წევრებთან ერთად მგზავრობის აკრძალვა

5. გააუქმოს მუნიციპალიტეტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის გამოტანაზე გაცემული ექსკლუზიური უფლებები და მისცეს ყველას ყიდვა/გაყიდვის უფლება

6. გახსნას საქართველოს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვარი. ასევე დაადგინოს ქვეყანაში შემოსულებისთვის ტესტირების ან კარანტინის წესი

7. განაგრძოს მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა და დროებით შეზღუდოს მასობრივი თავყრილობები ( 50 ადამიანი და მეტი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42