დაკავებული სასულიერო პირის ადვიკატის თქმით, პირდაპირი და ერთადერთი მოწმის ჩვნებას სასულიერო პირების ჩვენებები აბათილებს. ამავე მანქანაში მამა საბასთან ერთად, კიდევ 4 სასულოერო პირი იჯდა და ყველა მათგანი, მათ შორის მამა საბაც ამბობს, რომ არ დაუნახავს ვინ ჩაიდინა დანაშაული.
ალექსანდრე კობაიძის თქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 2 ე.წ. გილძა, ჩაცხრილული მანქანა კი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, მას 10-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი.
დაკავებული მღვდლოს უფლებადამცველევმა დღეს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მღვდლისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის ძეფარდებასთან დაკავშირებით თბილისის დააპელაციო სამსართლოში გაასაჩივრეს, ისინი თვლოან რომ გამოძიებას მამა დავითის წინასწარ პატიმრობაში დასატოვებლად მყარი მტკიცებულებები არ აქვს რადგან ის უდანაშაულოა.
ცნობისთვის, კრიმინალური შემღხვევა რუის-ურბნისის ეპარქიაში 20 აპრილოს ღამეს მოხდა. გამოძიების ვერსიით, მღვდლებს შორის დაწყებილი კონფლიქტი რიეთის გზაზე სროლით დასრულდა. ამ საქმეზე, დანაშაულის ჩადენიდან 7 დღის თავზე სამართალდამცველებმა ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი დავითი დააკავეს, მას განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები






