ხელისუფლება პანდემიას კორუფციული შესყიდვების გასაფორმებლად იყენებს - სავარაუდო კორუფცია ჯანდაცვის სამინისტროში
პოლიტიკა - 12:38, 01 May, 2020     1121
ევროპული საქართველო ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს და ხელისუფლებუს მიმართ კითხვები აქვთ.

პარტიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ საქართველოში კორონო ვირუსის დაფიქსირების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ განახორციელა სამედიცინო ინვენტარის შესყიდვა.
ყველა შესყიდვა კი განხორციელებულია ერთ პირთან მოლაპარაკებით მათ შორის ისეთ კომპანიებთან რომლებიც პანდემიის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა .

ოპოზიციის ინფორმაციით, ტიკარაძის უწყებამ ისეთ კომპანიებთან გააფორმა ხელშეკრულებები, რომლებიც პანდემიის დროს შეიქმნა და ან მათი მფლობელები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები.

ასეთია მაგალითად, შპს „ვიქენდმა“, რომელთანაც გაფორმებულია 1 329 000 ლარზე მეტი ხელშეკრულება.

მისმა დამფუძნებელმა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას 25 000 ლარი შესწირა.

სკანდალური განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა ლევან თარხნიშვილმა და ბესო დონაძემ გააკეთეს:

მათი თქმით: "მაგალითისთვის, თებერვალის მარტის და აპრილის თვეში

შპს შილდი დარეგისტრირდა 2020 წლის 10 აპრილს ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა 2020 წლის 15 აპრილს 90 000 ლარის ოდენობით.

შპს ტნკ დარეგისტრირდა 2020 წლის 12 თებერველას, ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა 13 აპრილს 40 000 ლარის ღირებულების

შპს ელიტ მედიკალი დარეგისტრირდა 2020 წლის 12 მარტს, ჯანდაცვამ ხელშეკრულება გაუფორმა 15 აპრილს 700 000 ლარის ღირებულების

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული კომპანიების არ იძებნებიან ინტერნეტ სივრცეში და არ არიან რეგისტრირებულნი სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში და არ აქვს მსგავსი საქმიანობის გამოცდილება, აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება კითხვები რა კრიტერიუმებით მოხდა ამ კომპანიების შერჩევა და როგორ იქნა მოძიებული საქართველოს ბაზარზე.

ასევე არსებობს კომპანიები რომლებსაც ერთ პირთან მოლაპარაკებებით გაუფორმდათ ხელშეკრულებები ხოლო მათი მფლობელები არიან ქართული ოცნების შემწირველები მაგალითად:

შპს weekend-ს ჯანდაცვის სამინისტრომ გაუფორმა 1 329 680 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. კომპანიის დამფუძნებელმა ბონდო გოლეტიანმა 2018 წელს 25 000 ლარი შეწირა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას.

შპს ჯეოფერუმს ჯანდაცვის სამინისტრომ ერთ პირთან მოლაპარაკებით გაუფორმა 521 700 ლარის ღირებულების, აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელმა ლევან ლურსმანაშვილმა 2016-18 წლებში ქარტულ ოცნებას შეწირა 35 000 ლარი ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც რომ კომპნიის ძირითად საქმიანობა მითითებულია ლითონის-მეტალის რეალიზაცია

შპს დოქტორ გუდსს ჯანდაცვის სამინისტრომ გაუფორმა 750 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება აღნიშნული კომპანიიის 49% ის მფლობელია სტარტაპ საქართველოს რომელიც ეკუთვნის საპარტნიორო ფონდს".

ლევან თარხნიშვილის მტკიცებით, ხელისუფლებამ ასობით ათასი ლარის მოცულობის ხელშეკრულებები გამოუცდელ კომპანიებს გაუფორმა. ოპოზიციონერი დეპუტატიეჭვობს, რომ ახალი კომპანიები ქართულმა ოცნებამ თავად შექმნა.

"კორუფცია და ნეპოტიზმი ქართული ოცნების უცვლელი ნიშნებია, მაგრამ ის თუ როგორ იყენებენ ამისთვის კორონავირუსის პანდემიას, მათთვისაც კი ახალი სიმაღლეა. იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გამოცდილი კომპანიები გამოეყენებინათ, მათ თავისით შექმნეს ახალი კომპანიები და ასობით ათასი ლარის ხელშეკრულებები ბუკვალურად გუშინ შექმნილ კომპანიებს გაუფორმეს", განაცხადა თარხნიშვილმა.

ოპოზიცია მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, გასცეს შეკითხვებს პასუხი და დაიწყოს გამოძიება ამ მიმართულებით.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42