ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა ომბუდსმენის ოფისთან აქცია გამართეს.
ისინი სახალხო დამცველს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უჩა ნანუაშვილს რეაგირება არ მოუხდენია არცერთ დარღვევაზე, მათ შორის, მათი თქმით, არც მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო გადაღება მიმდინარეობდა. ახალაიას ადვოკატის განცხადებით, მიუხედავად არსებული დარღვევებისა უჩა ნანუაშვილი დუმილს ამჯობინებს. "იყო უამრავი დარღვევა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, იყო დარღვევები ახალაიაზე, მერაბიშვილზე, შამათავაზე. ამ ადამიანს ხმა ვერ ამოვაღებინეთ. არ დააფიქსირა პოზიცია იმასთან დაკავშირებითაც, როცა გაცხადდა, რომ ახალაიას უღებდნენ შეხვედრებს ადვოკატებთან, პარლამენტის წევრებთან. მისი ერთადერთი ინტერესი ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ლაფანყური და ხურჩის ეპიზოდია", - განაცხადა ონიანმა.
ყოფილი მინისტრის მხარდამჭერებმა სახალხო დამცველის ოფისთან მიიტანეს რუსული დროშები და დაწვეს, ტერიტორია კი საბჭოთა სიმბოლიკით ააჭრელეს.
მასალის გამოყენების პირობები






