უჩა ნანუაშვილი 7 ნოემბრის საქმის გამოძიებას დაუყოვნებლივ ითხოვს
სამართალი - 16:46, 07 Nov, 2013     1873

„"მიუხედავად იმისა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, იგი მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, პროპორციული და თანაზომიერი საშუალების გამოყენებით შეიძლება შეიზღუდოს. 

2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერი მეთოდებით დარბევისა და ტელეკომპანია "იმედში" სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრიდან ექვსი წელი გავიდა, თუმცა, სახალხო დამცველისა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დარღვევის ამ ფაქტებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცემია", - აღნიშნულია განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებითვე, 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა. აქციის დასაშლელად პირველად იქნა გამოყენებული სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული.

"სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს მოხდა ტელეკომპანიაში "იმედი" სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა მოჰყვა.

საქართველოს სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის, ასევე 2008 წლის პირველი და მეორე ნახევრის საპარლამენტო ანგარიშებში დეტალურად არის განხილული 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და აღწერილია ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაციით მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს, დროული და ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ კანონდარღვევებზე, თუმცა, ყველა ეს რეკომენდაცია დღემდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი", - აღნიშნავს ომბუდსმენი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42